Thursday, August 29, 2013

განსხვავბული პოზიციების საჯაროდ, ღიად გამოხატვა და ეს არა დაპირისპირების, არამედ ეფექტური, ჯანსაღი თანამშრომლობის წინაპირობაა

ცოტა ხნის წინ გამოცდებთან დაკავშირებულ სიუჟეტს ვუყურე და ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელიც ჟურნალისტთან საუბრისას გამოვთქვი, სიუჟეტში ვერ მოვისმინე. არადა, მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მონაპოვარია უკანასკნელი წლის მანძილზე. კერძოდ კი ის, რომ კონკრეტული საქმის განხორციელებასთან დაკავშირებით მინისტრის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრების ქონა დანაშაული აღარ არის! ეს უდიდესი ნაბიჯია. ნაბიჯი რეალური (და არა ილუზორული) დემოკრატიისკენ. ადამიანების უმეტესობა სწორედ ამიტომ ითხოვდა ხელისუფლების შეცვლას.
სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ საკუთარი, განსხვავებული აზრის გამოთქმა უპატიებელ დანაშაულად მიიჩნეოდა. დღეს კი თავად მინისტრმა პირველმა აუწყა მედიას, რომ ჩვენ, მის კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასხვავებული პოზიციები გვქონდა (რისთვისაც მისი მადლობელი ვარ). ეს გარემოება არც მე დამიმალავს ჟურნალისტისთვის. ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი იდეა მხოლოდ მაშინ იქცევა წარმატებულ საქმედ, როდესაც განხვავებული აზრის არავის ეშინია. ვცდილობ ხოლმე გულწრფელად და პირდაპირ ვთქვა, რასაც ვფიქრობ. მინისტრთან, მოქალაქეებთან, მედიასთან. ყოველთვის ამ აზრზე დავრჩები, მეტიც, მივიჩნევ (შეიძლება გულუბრყვილოდ), რომ ნებისმიერი მოხელის (და კიდევ უფრო მეტად პოლიტიკოსის) მოვალეობა ფაქტებითა და პროცესებით მანიპულირება კი არა, მათი შეულამაზებლად, პირდაპირ გაზიარება და გამოხატვაა.
რაც შეეხება გამოცდებს ეროვნული ცენტრის საქმიანობას - დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები, არამედ ყველა პროექტი, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში წამოვიწყეთ, წარმატებით გაგრძელდება და დაიხვეწება. ამის განარტია ისიც არის, რომ არც თამარ სანიკიძეს და არც მე არ გვეშინია საკუთარი მოსაზრებების თუ განსხვავბული პოზიციების საჯაროდ, ღიად გამოხატვა და ეს არა დაპირისპირების, არამედ ეფექტური, ჯანსაღი თანამშრომლობის წინაპირობაა.


Facebook, Maia Miminoshvili 

No comments:

Post a Comment