Sunday, August 11, 2013

ოქტომბრის პირველ ნახევარში გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში ჩატარდება


ოქტომბრის პირველ ნახევარში გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში ჩატარდება

2013-2014 სასწავლო წელს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს 4 საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) ჩააბარებენ ოქტომბრის პირველ ნახევარში. 
იმ მოსწავლეებს, რომლებიც ოქტომბერში ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე გამოცდაში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი წლის ბოლოს, ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.

2013-2014 სასწავლო წლიდან გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ (აღნიშნული სქემა გაცილებით მოსახერხებელია მოსწავლეთათვის, რადგან ისინი იმ 4 გამოცდას, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში სრულდება, იმავე სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ, ხოლო დანარჩენ 4 საგანს კი - მე-12 კლასის ბოლოს).

No comments:

Post a Comment