სტივენ ჯონსი
"საქართველო: პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის შემდეგ"
პროფესორი სტივენ ჯონსი კრიტიკულად აფასებს ბოლო წლებში საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას; ასახავს, თუ რას წარმოადგენდა საქართველოს "გარდამავალი პერიოდი" არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ მისი მოქალაქეების თვალთახედვიდან. პროფესორ სტივენ ჯონსის 2012 წელს გამოცემული წიგნი წარმოადგენს საქართველოს დამოუკიდებლობის შემდგომი, ბოლო ოცი წლის პოლიტიკური ისტორიის ძალზედ საინტერესო, სინთეზურ ანალიზს, რომელშიც გამოყენებულია ადგილობრივი და საერთაშორისო რესურსები, ასზე მეტი პირადი ინტერვიუ მინისტრებთან, პრეზიდენტებთან, ელჩებთან და ქვეყნის მართვისა და განვითარების პროცესებში მონაწილე წამყვან პოლიტიკურ პირებთან. წიგნი მოიცავს ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე სამუშაო პოლიტიკური პროცესების, ამომრჩეველთა ქცევის, სახალხო მოძრაობებისა და სოციალური ორგანიზაციების შესახებ ე.წ. bottom-up ანალიზს. ნაშრომში წარმოდგენილია სიღრმისეული და მრავალმხრივი შეფასება ქვეყნის მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკური პროცესებზე, რაც თავის მხრივ, მეტად მიმზიდველს ხდის წიგნს, როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისათვის (სოციალურ მეცნიერებათა პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისათვის), ასევე ფართო საზოგადოებისთვისაც. შეიძლება ითქვას, რომ ფაქტორბივად ეს პირველი წიგნია რომელიც ახდენს პოსტ-საბჭოთა საქართველოს, როგორც ქვეყნის განვითარების რეფლექსიას, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე განვითარებისა და პოლიტიკის შეფასებისა და სამომავლო განჭვრეტისათვის.
მიმდინარეობს მუშაობა წიგნის ქართული ვერსიაზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში. ქართული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება 2013 წლის შემოდგომაზე.
No comments:
Post a Comment