Thursday, August 15, 2013

როგორ ხდება ჩარიცხვა კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე?

დღის კითხვა:

როგორ ხდება ჩარიცხვა კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე?

• კონკრეტულ პროგრამაზე ჩასარიცხ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ამ პროგრამაზე სწავლისგასაგრძელებლად სავალდებულო გამოცდებში (სამი სავალდებულო და ერთი არჩევითიგამოცდა ან/და ტური). მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება ნედლი (და არა სკალირებული) ქულებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ პროგრამების მიხედვით მიღებული საკონკურსო ქულის საფუძველზე.

როგორ განისაზღვრება მითითებული პროგრამებიდან რომელზე უნდა ჩაირიცხოს აბიტურიენტი?

• თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე?

• საკონკურსო ქულის (რომლის მიხედვითაც ხდება ჩარიცხვა) გამოანგარიშება ხდება შემდეგნაირად: თითოეული გამოცდის სკალირებული ქულა გამრავლდება საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მინიჭებულ კოეფიციენტებზე და შედეგები შეჯამდება.
მაგალითად: აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 151,6; ზოგად უნარებში - 148,3, უცხოურ ენაში - 145,6, მათემატიკაში - 154,0. ამ გამოცდების კოეფიციენტები ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამისად არის 4; 3; 3; 2. ჯამური საკონკურსო ქულა იქნება 151,6X4 + 148,3X3 + 145,6X3 + 154,0X2 = 606,4 + 444,9 + 436,8 + 308,0 = 1796,1. სხვა საგანმანათლებლო პროგრამისათვის, თუ მას განსხვავებული კოეფიციენტები აქვს მინიჭებული ამ გამოცდებისათვის, ანალოგიური წესით გამოთვლილი ჯამური საკონკურსო ქულა განსხვავებული იქნება.

• კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ გამოცდების შედეგები, რომლებიც მითითებული აქვს ამ საგანმანათლებლო პროგრამას.

გაითვალისწინეთ რომ, კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას, რომელიც გამოითვლება ყველა პროგრამისთვის ცალ-ცალკე (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული პროგრამისთვის დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად) და არა ამ პროგრამის რიგით ნომერს აბიტურიენტის რეიტინგულ ჩამონათვალში!
NAEC.GE

No comments:

Post a Comment