განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მეორადი ჩარიცხვების გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს, უნივერსიტეტის გარეთ დარჩენილი აბიტურიენტების მშობლები თამარ სანიკიძეს შეხვდნენ, მათ მინისტრს პრეტენზიები გააცნეს.
აბიტურიენეტების მშობლებისთვის გაუგებარია რატომ არ ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში მათი შვილები, როცა მათ გამოცდებში მინიმალური ზღვარი გადალახული ჰქონდათ.
მინისტრმა განმარტა, რომ ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია და ეს იყო პროცედურული დარღვევა.
„პრეტენზია საერთოდ გაუგებარია, იმიტომ რომ მათ ამ შემთხვევაში არანაირი არც იურიდული, არც მორალური უფლება არ ჰქონდათ იმისა, რომ ჰქონოდათ პრეტენზია და მითუმეტეს თუ ეს პრეტენზია გვიკავშირდებოდა ჩვენ სამინისტროს, იმიტომ რომ მათ რეალურად ვერ გამოიყენეს ის შესაძლებლობა, ან არ გამოიყენეს რაც ჰქონდათ მიცემული; ის მიმართულებები, რომლებიც მათ თავდაპირველად ჰქონდათ მონიშნული, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწაესებულებაში, რეალურად მათ მოუწევთ ამ პრიორიტეტების შეცვლა; მივიღებ ამ გადაწყვეტილებას და დავუშვებ გამონაკლისს და გამოვაცხადებ მეორად ჩარიცხვებს“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
news.ge
No comments:
Post a Comment