მიმინოშვილის თქმით, "წინა წლებში ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა გაცილებით უფრო დიდი იყო - 4 000 და 5 000-ს აჭარბებდა, მაგრამ თავში აზრად არავის მოსვლია შეეცვალა ის წესი, რითიც ხდბა აბიტურიენტების შერჩევა".
"პირდაპირ ვუთხარი თამუნას მე, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ამას არ გააკეთებს. იმიტომ, რომ არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება. ძალიან საშიშია ასეთ ვითარებაში გამონაკლისების დაშვება, იმიტომ, რომ ერთი გამონაკლისი აუცილებლად მეორეს გამოიწვევს. 700 აბიტურიენტზე ვსაუბრობთ, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახეს მხოლოდ და ბუნებრივია, რომ ეს არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ ისინი უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან,"- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ამასთან, მიმინოშვილის თქმით, განათლების მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტის სტატუსის გარეშე დარჩენილი 700 აბიტურიენტის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის და მათი გადანაწილების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
"მე მინისტრს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვუთხარი, რომ ბუნერივია, ეს გარკვეულ პერიოდს საჭიროებს და მინისტრი ასეთ შემთხვევაში მზად უნდა იყოს, რომ მეორადი ჩარიცხვების განხორციელების შემდეგ, უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ და მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში მოახერხებენ სწავლის დაწყებას. ჩვენ უბრალოდ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და გვგონია, რომ არასწორი ნაბიჯია,"- აღნიშნა მიმინოშვილმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის კრიტიკას საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მიმინოშვილის წინააღმდეგობისა, სტუდენტის სტატუსის გარეშე დარჩენილი 700 აბიტურიენტის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის თაობაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვლას არ ექვემდებარება და პროცესს სრულად განათლების სამინისტრო წარმართავს.
"გარდა იმისა, რომ ეს არის ორმაგი სამუშაო, რიგ შემთხვევაში შესაძლებელი იყო რომ გართულებულიყო პროცესი, რომელიც უკვე გავლილია და დასრულებულია, იმიტომ რომ ეს მოითხოვს ცვლილებებს. რაც შეეხება სტუდენტების გადანაწილებას და ასე შემდეგ, მე ძალიან კარგად მესმის ქალბატონი მაიასი და რაღაც მომენტში მე მას ვეთანხმები, მაგრამ ჩემს მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება რადგან ამ გადაწყვეტილების საჭიროება დავინახე,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მიერ 27 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013-ის საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ 700-მდე სტუდენტის სტატუსის გარეშე დარჩენილ აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნება.
მინისტრის თქმით, მეორადი ჩარიცხვის წესი გაუქმებული იყო, თუმცა განათლების სამინისტრომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიღმა დარჩენილი სტუდენტების და მათი ოჯახის წევრების თხოვნის გათვალისწინებით გამონაკლისი დაუშვა.
ghn.ge
No comments:
Post a Comment