ერთიანი ეროვნული გამოცდები


NAEC.GE




* * *
ინფორმაცია 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეთათვის 
 2013 წლიდან გაქვთ შესაძლებლობა რეგისტრაციის დასრულებიდან კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში ცვალოთ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამები (ფაკულტეტები), მათი რაოდენობა და თანმიმდევრობა. 
ცვლილების განსახორციელებლად უნდა ეწვიოთ ვებგვერდს www.naec.ge ან online.naec.ge, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის განკუთვნილ ფანჯარაზე დაჭერის შემდეგ კი შესაბამის გრაფაში შეიყვანოთ რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონულიფოსტის მისამართი და ამფოსტაზე მიღებული პაროლი. იმ შემთხვევაში, თუ არგახსოვთ პაროლი, ელექტრონულიფოსტის შეყვანის შემდეგ დააჭირეთ შეხსენების ბმულს („თუ თქვენ არ გახსოვთ თქვენი პაროლი...“), რის შემდეგაც მიიღებთ ახალ პაროლს ელექტრონულ
ფოსტაზე . 
 ცვლილებების განხორციელების საშუალება ყველა გამოცდის შედეგის გამოცხადების შემდეგაც გექნებათ - პროცესი სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებასთან ერთად შეწყდება. 
2013 წლიდან ელექტრონულ განაცხადში მითითებული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა შეზღუდული აღარ არის. ამ ცვლილებამ დღის წესრიგიდან მოხსნა მეორადი ჩარიცხვების საჭიროება. შესაბამისად, თუ მეორად ჩარიცხვებში მონაწილეობას შესაძლებლად მიიჩნევდით, უმჯობესი იქნება თავიდანვე მიუთითოთ ყველა პროგრამა, რომელზეც თქვენ მიერ
არჩეული გამოცდები ბარდება. 
ჩასაბარებელი საგნების, გამოცდის ენისა და საგამოცდო ქალაქის შეცვლა აღარ არის შესაძლებელი. 
საგამოცდო ბარათებს მოსწავლეები საკუთარსკოლებში, სკოლადამთავრებულები კი რეგისტრაციისას მითითებულადგილებში მიიღებენ. 
2013 წელს მოიხსნა შეზღუდვები გრანტის განაწილების დროს იმ პროგრამებზე, სადაც მხოლოდ 100%-იანი დაფინანსდება მოქმედებდა.
ყველა პროგრამაზე შესაძლებელი იქნება 70%-იანი და 50%-იანი დაფინანსების მოპოვება.
30%-გრანტისათვის განკუთვნილი თანხა კი 50%-იანი გრანტირებისათვის გამიზნულ დაფინანსებას
დაემატება .

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013 

* * *




„Naec.ge“-ს პირველი ნომერი მკითხველის ფართო წრეზეა გათვლილი. მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის განსაკუთრებით საინტერესო იქნება: ტესტების ნიმუშები 2013-2014 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდებისთვის, რომლებიც დაეხმარება მე-11 კლასელებს უკეთ მოემზადონ ოქტომბრის თვეში დაგეგმილი გამოცდებისთვის.

მკითხველს პირველივე გვერდებიდან ექნება შესაძლებლობა გაიგოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ისტორია „დაარსებიდან დღემდე“ და სტატიაში „ისინი პირველები არიან“ - თუ რას საქმიანობენ პირველი ეროვნული გამოცდების ყველაზე წარმატებული აბიტურიენტები. 

ასევე, შეიტყობთ, რომ თურმე „გამოცდაზეც შეიძლება გაერთო“ და „ორი პედაგოგის ერთი დღე“ კი განსხვავებულია, მაგრამ თანაბრად საინტერესო. ჟურნალში დაბეჭდილია რამდენიმე ისეთი სარეკომენდაციო წერილიც, რომლებიც დიდ სამსახურს გაუწევენ მაგისტრანტებსა და სეტიფიცირების მსურველ აპლიკანტებს მოახლოებული გამოცდებისთვის. 
პირველ ნომერში მკითხველს ელის ინტერვიუები საინტერესო ადამინებთან - მეცნიერებთან და საერთაშორისო ექსპეტებთან. 
„ამ გამოცემით, რომელიც ერთგვარი ექსპერიმენტია, გვინდოდა მკითხველისთვის შეძლებისდაგვარად საინტერესო თემები და საკითხები შეგვეთავაზებინა. გვესმის, რომ ასეთ დროს საუკეთესო გზა თქვენგან მიღებული გამოხმაურებებისა თუ სურვილების გათვალისწინებაა. სწორედ ასე ვაპირებთ შემდეგი ნომრის მომზადებას, რადგან მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი გამოცემის წარმატებისთვის აუცილებლელია, არ დავკარგოთ მთავარი — თქვენთან კავშირი...“(მაია მიმინოშვილი).


ჟურნალ „Naec.ge“-ს პირველი ნომერი შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგ მაღაზიებში:
„წიგნები დადიანზე“ - ცოტნე დადიანის ქ. #43; ,,ლატერნა“ - ცოტნე დადიანის ქ. #7, (ქარვასლა) ან შოთა რუსთაველის გამზ. #16 ;
,,პრიმა 2“ - ბუდაპეშტის ქ. #3ა ;
,,საგანძური“ - ქეთევან წამებულის გამზ. #43 .

No comments:

Post a Comment