დალაი
ლამა
ცხოვრებისეული რჩევები
2.როდესაც
რაიმე შესაძლებლობას დაკარგავ, ეცადე მიღებული გაკვეთილიც არ დაკარგო.
3. პატივი
ეცი საკუთარ თავს, პატივი ეცი სხვა ადამიანებს და იგრძნენი, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხიმგებელი შენს მოქმედებებზე.
4.გახსოვდეს, რომ იმის არ მიღება, რაც ასე ძალიან გსურს, ხშირად მხოლოდ იმის ნიშანია, რომ იღბლიანი ხარ.
5. კარგად
შეისწავლე წესები და მათი დარღვევის საუკეთესო და უმტკივნეულო გზებიც კარგად გეცოდინება.
6.არ
მისცე უმნიშვნელო წყენას უფლება, რომ მეგობრობა დაანგრიოს.
7.როდესაც
ხვდები, რომ შეცდომა დაუშვი ბევრს ნუღარ იფიქრებ ამაზე. სასწრაფოდ გადადგი ნაბიჯი მის გამოსასწორებლად.
8.ყოველდღიურად
გამოუყავი საკუთარ თავს რაღაც დრო, რომლის განმავლობაშიც მარტო იქნები.
9.გაუღე
კარი ცვლილებებს, მაგრამ მათ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.
10.ყოველთვის
გახსოვდეს, რომ დუმილი ზოგჯერ ყველაზე საუკეთესო პასუხია.
11.იცხოვრე
პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებით და როდესაც მოხუცდები,გადახედე შენს ცხოვრებას, დაფიქრდი მასზე და აღმოაჩენ,რომ კიდევ ერთხელ გაქვს შესაძლებლობა იმისა, რომ ისიამოვნო მისით.
12.როდესაც
უთანხმოება შეგექმნება მასთან ვინც გიყვარს განსაჯე სიტუაცია მხოლოდ ამ უთანხმოების მაგალითზე და ნუ გაიხსენებ წარსულს.
13. სასიყვარულო
ატმოსფერო ოჯახური ბედნიერების საწინდარია.
14.გაუზიარე
ცოდნა სხვებს. ეს ერთ–ერთი გზაა უკვდავებისაკენ.
15.იყავი
მადლიერი.
16.წელიწადში
ერთხელ მაინც ესტუმრე იმ ადგილს, რომელიც არასოდეს გინახავს.
17.განსაჯე
შენი წარმატება შემდეგი პრინციპით: რა გაიღე იმისათვის, რომ ამისთვის მიგეღწია?
18.გახსოვდეს,
რომ ურთიერთობაში ერთმანეთის სიყვარული უფრო მეტი უნდა იყოს, ვიდრე ერთად ყოფნის "საჭიროება".
პირველი ქართული გაზეთი - “საქართველოს გაზეთი”
ქართველმა ერმა უაღრესად მძიმე პირობებში შექმნა თავისი საამაყო სულიერი კულტურის შესაფერი პრესა. XIX საუკუნის დასაწყისიდან სასიქადულო წინაპრები – მწერლები, მეცნიერები, პოლიტიკური მოღვაწეები, კულტურის სხვადასხვა დარგის მუშაკები მშობლიური ჟურნალისტიკის ფრონტზედაც დაუცხრომლად იღვწოდნენ – მჭრელი სიტყვით, ბასრი კალმით იცავდნენ ხალხისა და სამშობლოს ინტერესებს.
პირველი ქართული გაზეთი 1819 წელს დაარსდა. მას ჯერ “საქართველოს გაზეთი”, ხოლო შემდეგ “ქართული გაზეთი” ეწოდებოდა. საყურადღებოა, რომ ქართული ჟურნალ-გაზეთების გამოცემათა ისტორია “საქართველოს გაზეთით” იწყება. საქართველოს გაზეთი იმდროინდელ საქართველოში ერთადერთი პერიოდული გამოცემა იყო.
გაზეთის გამოცემის იდეა 1818 წელს წამოიჭრა და მაშინვე შეუდგნენ მზადებას, როგორც შესაფერისი მუშაკების მონახვა-შერჩევისათვის, ასევე გაზეთის გამოცემასთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოგვარების შესახებ. 1819 წლის განცხადების თანახმად გაზეთი 1819 წლის 1-ელ მარტს გამოვიდოდა, მაგრამ დაპირება არ შესრულდა. სინამდვილეში გაზეთი 1819 წლის 8 მარტს გამოვიდა. ამის მიზეზი კი ხელმომწერთა ნაკლებობა იყო. გამომცემელნი “გამოცხადებაში” მიუთითებენ, რომ გაზეთის გამოცემის დაწყებისთვის 500 ხელმოწერა იყო საჭირო. და რადგან 1819 წლის 1-ელი მარტისთვის ამდენი ხელმოწრა ვერ შეგროვილა, ამიტომაც გაზეთის ბეჭდვა დაგვიანებულა. როგორც “საქართველოს გაზეთი” იუწყებაარქიეპისკოპოს ნერსეს შეუგროვებია ფული “უმეტეს ასის გაზეთის ხელმომწერთაგან” და გაზეთიც იწყებს გამოსვლას.
1819 წლის გაზეთს N33-ს ასეთი რამ ჰქონდა მიბეჭდილი, “ამასთან არის სხვა მომატებული ფურცელი გაზეთისა”, ეს არის XIX საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როცა გაზეთი დამატებითი ფურცლით გამოდის.
“საქართველოს გაზეთს” გამომცემელთა მთელი ჯგუფი ხელმძღვანელობდა. თუ ვინ იყო პირველი ქართული გაზეთი რედაქტორი, ეს საკითხი დღემდე გაურკვეველია. აშკარაა, რომ გაზეთს ხელმძღვანელობს კავკასიის კორპუსის შტაბის მმართველობა. “საქართველოს გაზეთის” სტამბა კავკასიის საკუთრება იყო და იქვე, ამავე ჯარების შტაბის სახლში იყო გამართული. ეს კი იმას ნიშნავდა რომ აქ, ამ სტამბაში სხვა უცხო პირს, თუ არა სამხედროს ან შტაბის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულს, არ შეუშვებდნენ.
“საქართველოს გაზეთს” გამომცემელთა მთელი ჯგუფი ხელმძღვანელობდა. თუ ვინ იყო პირველი ქართული გაზეთი რედაქტორი, ეს საკითხი დღემდე გაურკვეველია. აშკარაა, რომ გაზეთს ხელმძღვანელობს კავკასიის კორპუსის შტაბის მმართველობა. “საქართველოს გაზეთის” სტამბა კავკასიის საკუთრება იყო და იქვე, ამავე ჯარების შტაბის სახლში იყო გამართული. ეს კი იმას ნიშნავდა რომ აქ, ამ სტამბაში სხვა უცხო პირს, თუ არა სამხედროს ან შტაბის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულს, არ შეუშვებდნენ.
გაზეთის რედაქციას, გარდა მასალების ლიტერატურული დამუშავებისა, ჯერ უნდა ეთარგმნა რუსულ ენაზე ყველა შემოსული კორესპონდენცია, აგრეთვე უნდა ეთარგმნა საჭირო მასალა უცხო ენიდან, ხოლო შემდეგ გამართული გაზეთი ქართულ ენაზე უნდა თარგმნილიყო და დაბეჭდილიყო.
იმ ხანებში მოქმედებდა 1804 წლის საცენზურო წესდება, რომელიც ცენზორისაგან მოითხოვდა ფხიზელსა და დაუზარებელ თვალყურის დევნებას პერიოდიკაზე. რუსეთის პირობებთან შედარებით ქართულ გაზეთზე ცენზურა უფრო ძნელი განსახორციელებელი გახლდათ, რადგან იმდროინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ენა არ იცოდნენ. ცენზორის როლში გვევლინება მთავარმართებელი ერმოლოვი და მისი მოხელეები.
იმ ხანებში მოქმედებდა 1804 წლის საცენზურო წესდება, რომელიც ცენზორისაგან მოითხოვდა ფხიზელსა და დაუზარებელ თვალყურის დევნებას პერიოდიკაზე. რუსეთის პირობებთან შედარებით ქართულ გაზეთზე ცენზურა უფრო ძნელი განსახორციელებელი გახლდათ, რადგან იმდროინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ენა არ იცოდნენ. ცენზორის როლში გვევლინება მთავარმართებელი ერმოლოვი და მისი მოხელეები.
ქართული გაზეთი ერთკვირეული ორგანო იყო და გამოდიოდა პარასკეობით. გაზეთის წლიური ფასი 3 მანეთი და 20 კაპიკი იყო. გაზეთის ეს ფასი გამომცემლებს არ მიაჩნდათ ძვირად, მაგრამ მოსახლეობას მისი შეძენა უჭურდა. ამასთან, ბევრმა არ იცოდა რა იყო გაზეთი, ზოგმა წერა-კითხვაც არ იცოდა და ხელმომწერთა მოგროვება საკმაოდ რთულ საქმეს წარმოადგენდა.
1819-21 წლების ქართული გაზეთი ოთხგვერდიანი გამოცემა იყო. თითო გვერდი გაყოფილი იყო ორ-ორ სვეტად. 1820 წლიდან გაზეთს გაუჩნდა წმიდა გიორგის გერბი. გაზეთი პოლიტიკურ-ლიტერატურული პერიოდული ორგანოს როლს ასრულებდა.
1819-21 წლების ქართული გაზეთი ოთხგვერდიანი გამოცემა იყო. თითო გვერდი გაყოფილი იყო ორ-ორ სვეტად. 1820 წლიდან გაზეთს გაუჩნდა წმიდა გიორგის გერბი. გაზეთი პოლიტიკურ-ლიტერატურული პერიოდული ორგანოს როლს ასრულებდა.
პირველ ქართულ გაზეთს მოსახლეობისათვის უნდა გაეცნო ხელისუფლების “განწესებანი და განკარგულებანი”, “მესაზღვრე ქვეყნების” ამბავი, ახალი მიღწევები ცხოვრების სხვადასხვა დარგში, ცნობები ლიტერატურის სამყაროდან, ამავე დროს ადგილობრივი მოსახლეობა ევროპის მცხოვრებთათვის უნდა დაეახლოვებინა. მეფის მოხელეები გაზეთის დაარსებისას გარკვეული მიზნებით ხელმძღვანელობდნენ. მათ გაზეთის საშუალებით საკუთარი ინტერესების დაცვა სურდათ. ქართველი საზოგადოება კი ქართულ გაზეთს მიზნად უსახავდა, რომ მას მკითხველისათის სამშობლოს საკეთილდღეო სხვადასხვა ცოდნა მიეწოდებინა.
გაზეთში მოთავსებული მასალა თავისი შედგენილობის მიხედვით სამგავრი იყო: პირველი- მასალა, რომელიც საქართველოს სინამდვილიდან იყი აღებული, მეორე – მასალა, რომელიც რუსეთის სინამდვილეს ეხებოდა და მესამე – მასალა, რომელიც უცხოეთის ცხოვრებას ასახავდა.
საქართველოს სინამდვილის შესახებ კორესპონდენციებს გაზეთები სხვადასხვა გზით ღებულობდა. როცა თბილისიდან ადგილებზე გაზეთებზე ხელმომწერთა მომრავლებას ითხოვდნენ, იქვე იმასაც იწერებოდნენ, რომ ადგილზე მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების შესახებ ცნობები მოეწოდებინათ გაზეთისთვის. გაზეთს მასალას აწვდიდნენ სხვადასხვა დაწესებულებები და კერძო პირები.
ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული მასალა თავისი შინაარსით სხვადასხვა საკითხს ეხებოდა, თითოეული მათგანი თავისი ღირებულებებით ერთმანეთისგან მკვერად განსხვავდებოდა. გაზეთი, როგორც ოფიციალური ორგანო მხარს უჭერდა მეფის საშინაოსა და საგარეო პოლიტიკას. მსჯელობს სოფლის მეურნეობაზეც, ის გარკვეულ მასალას იძლევა იმდროინდელ კლასთა უთანასწორობისა და ამ კლასებს შორის მიმდინარე ბრძოლის შესახებ. გაზეთში გამოხატულება ჰპოვა იმ ბრძოლამ, რომელიც მიმდინარეობდა ყრმებსა და მებატონეებს შორის საქართველოში. ქართულ გაზეთში ქვეყნდებოდა მასალები 1820 წლის იმერეთ-გურიის აჯანყების შესახებაც. აქ გვხვდება მსჯელობა საერთაშორისო საკითხებზეც. გამოქვეყნებულია ცნობები ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, საბერძნეთის და სხვათა შესახებ.
სხვა მრავალ საკითხთა შორის ქართული გაზეთის გამომცემელნი თავიანთ ფურცლებზე იმაზეც მსჯელობდნენ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას საზოგადოებისათვის და ამ მხრივ რა როლის შესრულება შეეძლო გაზეთს. გაზეთი აფართოებდა საზოგადოების ცოდნის არეს და, ამასთან, ხელს უწყობდა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას.
ლიტერატურული ცხოვრებიდან გაზეთი აქვეყნებდა პატარ-პატარა მოთხრობებს. ბეჭდავდა მოსწრებულ სიტყვებსაც, ანუ ნაკვესებს.
ლიტერატურული ცხოვრებიდან გაზეთი აქვეყნებდა პატარ-პატარა მოთხრობებს. ბეჭდავდა მოსწრებულ სიტყვებსაც, ანუ ნაკვესებს.
1819 წლის შემდეგ პირველმა ქართულმა გაზეთმა 1821 წლის ბოლომდე იარსება. გაზეთის გამოცემის შეწყვეტა ხელმომწერთა სიმცირემ გამოიწვია.
“საქართველოს გაზეთმა”, როგორც ინფორმაციულ-პოლიტიკურმა გამოცემამ, თავისი სიტყვა თქვა აზროვნების ჩამოყალიბებაში და საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ ჟურნალისტიკაში.
წყარო: ambioni.ge
კვირაცხოვლობა
მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის სწორზე კვირაცხოვლობის დღესასწაულს აღნიშნავს.
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.
კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.
აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.
კარავაჯო, ურწმუნო თომა, 1601-02
Caravaggio, The Incredulity of Saint Thomas, 1601-02
კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.
ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს.
მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.
მორწმუნეები მას განსაცდელისას, სულიერი და ხორციელი უძლურების დროს იღებენ.
ადამიანთა ტრაგედია – სურათმა მსოფლიო შეძრა
მსოფლიოს მოსვენება დაუკარგა ბანგლადეშის ჩამონგრეულ ქარხანაში ნაპოვნმა
წყვილმა. ისინი ჩაეხუტნენ ერთმანეთს და ასე დაიხოცნენ. მტვერი, ქვიშა და
სამშენებლო ნარჩენები... ერთმანეთს საოცარი სინაზით ჩახუტებული
ადამიანები...
როგორც ცნობილია, 900 ადამიანზე მეტი დაიღუპა და 2500-ზე მეტი დაშავდა
გასულ თვეში ბანგლადეშში. დღეს მაშველებმა 94 მიცვალებული ამოთხარეს
რვასართულიანი შენობის ნანგრევებიდან.
ტექნოლოგიურმა კატასტროფამ მასობრივი პროტესტი გამოიწია. მუშების თქმით,
მიუხედავად იმისა, რომ შენობას უზარმაზარი ბზარები ჰქონდა, მეპატრონეები
მაინც აიძულებდნენ მათ მუშაობას.
მაშველები გეგმავენ ხვალ დაამთავრონ სამუშაო. ისინი ბულდოზერების წინ
თხრიან. ადგილობრივმა ფოტოგრაფმა ტალსიმი ახტირმა მეუღლეებს საშინელი ფოტო
გადაუღო. შეძრწუნებული ფოტოგრაფი ეძებს ნებისმიერ ინფორმაციას მათ შესახებ.
"მე არ ვიცი ვინ არიან ისინი, არ ვიცი მათი ურთიერთობის შესახებ. მთელი
დღე გავატარე შენობაში, ვუყურებდი როგორ ამოჰყავდათ მაშველებს
დაზარალებულები. მახსოვს ნათესავების შეშინებული თვალები-განადგურებული ვარ
გონებრივადაც და ფიზიკურადაც. დაახლოებით დილის ორ საათზე გადავაწყდი მათ.
სხეულის ქვედა ნაწილები ბეტონშია ჩამარხული. მამაკაცის თვალებიდან
დადენილი სისხლი ცრემლივითაა ჩამოდინებული. როცა წყვილი დავინახე, ვერ
დავიჯერე, რომ ისინი ჩემი ახლობლები არ იყვნენ. რამდენჯერაც ამ ფოტოს
ვუყურებ, თავს ცუდად ვგრძნობ, მათ მოსვენება დამიკარგეს."
მათი სურათები გვეუბნება, რომ ისინი არიან არა მარტო იაფი მუშახელი, არამედ ზუსტად ისეთები, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანი.
წყარო: "ინტერმედია"
* * *
* * *
* * *
* * *
ანიმაციური ფილმი ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ. ყველასათვის გასაგებადაა აღწერილი ეს უდიდესი ქრისტიანული მოვლენები
* * *
”საიდუმლო სერობა” ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთი შედევრია, რომელიც მილანში, ”სანტა მარია დელა გრაციას” ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადზეა გამოსახული.
ლეონარდო და ვინჩი – საიდუმლო სერობა, მარია დელა გრაციეს ტაძარი, მილანი.
Leonardo da Vinci. 1495-1498
ფრესკა ძლიერ დაზიანებულია, რადგან ლეონარდო ექსპერიმენტებს ატარებდა და შედევრიც მის მიერ შეზავებული ბუნებრივი საღებავით დახატა, რის გამოც, ”საიდუმლო სერობა” მუდმივად რესტავრირების პირობებშია.
მისი შექმნის ისტორია ერთობ საინტერესოა.
ცნობილია, რომ ”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო.
ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა.
სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა.
კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა.
როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, შეშინებულმა წამოიყვირა: – ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! – კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა…
წყარო: ბურუსი
No comments:
Post a Comment