ჩვენ შესახებ

განათლების სახლის ყველა კურსდამთავრებული წარმატებულია, რადგან განათლების სახლი გამოცდილი და წარმატებული ადამიანების დაარსებულია!

ჩვენ ვამზადებთ სკოლის მოსწავლეებსა და აბიტურიენტებს საუნივერსიტეტო განათლებისთვის.

ჩვენ ერთი გუნდი ვართ
განათლების სახლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, აბიტურიენტები და მათი მშობლები ერთ გუნდად ვართ გაერთიანებული, რათა მოკლე დროში ხარისხიანად შევასწავლოთ ვრცელი მასალა, რომელსაც ითვალისწინებს ერთიანი ეროვნული და საატესტატო გამოცდები.


სასწავლო პროცესი
სწავლებას წარმართავენ გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, კომფორტულ გარემოში, მცირე ჯგუფებში (2–4 მოსწავლე), რაც განაპირობებს მასალის სწრაფად და ეფექტურად ათვისებას.
ჩვენი უმთავრესი მიზანი – ყველა კურსდამთავრებულის წარმატება!
თითოეული მოსწავლის ინდივიდუალობა და შინაგანი განწყობა ჩვენი მიდგომის მთავარი საფუძველია! გამოცდილი პედაგოგებისთვის უმთავრეს ამოცანად რჩება თითოეული მათგანისადმი შესაბამისი დამოკიდებულება, რადგან ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ყველა კურსდამთავრებული იყოს წარმატებული!

ადგილ–მდებარეობა
განათლების სახლი მდებარეობს მეტო "დელისთან", პროფკავშირების კულტურის ცენტრის შენობის მე–2 სართულზე! ოთახი #215.

მის.: ვაჟა–ფშაველას გამზ. #43, თბილისი, საქართველო 0177 ტელ.: 2 14 80 24, 599 201096

No comments:

Post a Comment