Friday, August 30, 2013

ჩვენი ყველა კურსდამთავრებული წარმატებულია!

მ ო ე მ ზ ა დ ე განათლების სახლში 
The House of Education
(მეტრო "დელისთან") 2 14 80 24
✓ ერთიანი ეროვნული და 
✓ საატესტატო 
გამოცდებისთვის (30 ლარიდან) 
საუკეთესო პედაგოგებთან! 


ჩვენი ყველა აბიტურიენტი წარმატებულია! 
დაგვიკავშირდი და გახდი წარმატებული: 
ტელ.: 2 14 80 24 

599 201096;



ელ-ფოსტა:ganatlebissakhli2000@gmail.com 
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. # 43, ოთახი #215 (პროფკავშირების კულტ.ცენტრი)



გადახდის პირობები
სწავლების საფასურის გადახდა ხდება მშობელთან/მეურვესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ყოველთვიურად, თვის პირველ რიცხვებში, ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის თანახმად. 


Thursday, August 29, 2013

განსხვავბული პოზიციების საჯაროდ, ღიად გამოხატვა და ეს არა დაპირისპირების, არამედ ეფექტური, ჯანსაღი თანამშრომლობის წინაპირობაა

ცოტა ხნის წინ გამოცდებთან დაკავშირებულ სიუჟეტს ვუყურე და ყველაზე მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელიც ჟურნალისტთან საუბრისას გამოვთქვი, სიუჟეტში ვერ მოვისმინე. არადა, მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე ღირებული მონაპოვარია უკანასკნელი წლის მანძილზე. კერძოდ კი ის, რომ კონკრეტული საქმის განხორციელებასთან დაკავშირებით მინისტრის პოზიციისგან განსხვავებული მოსაზრების ქონა დანაშაული აღარ არის! ეს უდიდესი ნაბიჯია. ნაბიჯი რეალური (და არა ილუზორული) დემოკრატიისკენ. ადამიანების უმეტესობა სწორედ ამიტომ ითხოვდა ხელისუფლების შეცვლას.
სულ რაღაც წელიწადნახევრის წინ საკუთარი, განსხვავებული აზრის გამოთქმა უპატიებელ დანაშაულად მიიჩნეოდა. დღეს კი თავად მინისტრმა პირველმა აუწყა მედიას, რომ ჩვენ, მის კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასხვავებული პოზიციები გვქონდა (რისთვისაც მისი მადლობელი ვარ). ეს გარემოება არც მე დამიმალავს ჟურნალისტისთვის. ყოველთვის მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ნებისმიერი იდეა მხოლოდ მაშინ იქცევა წარმატებულ საქმედ, როდესაც განხვავებული აზრის არავის ეშინია. ვცდილობ ხოლმე გულწრფელად და პირდაპირ ვთქვა, რასაც ვფიქრობ. მინისტრთან, მოქალაქეებთან, მედიასთან. ყოველთვის ამ აზრზე დავრჩები, მეტიც, მივიჩნევ (შეიძლება გულუბრყვილოდ), რომ ნებისმიერი მოხელის (და კიდევ უფრო მეტად პოლიტიკოსის) მოვალეობა ფაქტებითა და პროცესებით მანიპულირება კი არა, მათი შეულამაზებლად, პირდაპირ გაზიარება და გამოხატვაა.
რაც შეეხება გამოცდებს ეროვნული ცენტრის საქმიანობას - დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდები, არამედ ყველა პროექტი, რომელიც უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში წამოვიწყეთ, წარმატებით გაგრძელდება და დაიხვეწება. ამის განარტია ისიც არის, რომ არც თამარ სანიკიძეს და არც მე არ გვეშინია საკუთარი მოსაზრებების თუ განსხვავბული პოზიციების საჯაროდ, ღიად გამოხატვა და ეს არა დაპირისპირების, არამედ ეფექტური, ჯანსაღი თანამშრომლობის წინაპირობაა.


Facebook, Maia Miminoshvili 

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი განათლების მინისტრს უპირისპირდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია საქართველოს განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, 700 აბიტურენტი, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, თუმცა ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში ვერ მოხვდნენ, სტუდენტები გახდებიან.
მიმინოშვილის თქმით, "წინა წლებში ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა გაცილებით უფრო დიდი იყო - 4 000 და 5 000-ს აჭარბებდა, მაგრამ თავში აზრად არავის მოსვლია შეეცვალა ის წესი, რითიც ხდბა აბიტურიენტების შერჩევა".
"პირდაპირ ვუთხარი თამუნას მე, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ამას არ გააკეთებს. იმიტომ, რომ არ ეთანხმება ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება. ძალიან საშიშია ასეთ ვითარებაში გამონაკლისების დაშვება, იმიტომ, რომ ერთი გამონაკლისი აუცილებლად მეორეს გამოიწვევს. 700 აბიტურიენტზე ვსაუბრობთ, რომლებმაც კომპეტენციის მინიმალური ზღვარი გადალახეს მხოლოდ და ბუნებრივია, რომ ეს არანაირი გარანტია არ არის იმისა, რომ ისინი უმაღლეს სასწავლებლებში მოხვდებიან,"- განაცხადა მაია მიმინოშვილმა.
ამასთან, მიმინოშვილის თქმით, განათლების მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტის სტატუსის გარეშე დარჩენილი 700 აბიტურიენტის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის და მათი გადანაწილების პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს.
"მე მინისტრს ამ გადაწყვეტილების შემდეგ ვუთხარი, რომ ბუნერივია, ეს გარკვეულ პერიოდს საჭიროებს და მინისტრი ასეთ შემთხვევაში მზად უნდა იყოს, რომ მეორადი ჩარიცხვების განხორციელების შემდეგ, უმაღლესი სასწავლებლები მხოლოდ და მხოლოდ ოქტომბრის შუა რიცხვებში მოახერხებენ სწავლის დაწყებას. ჩვენ უბრალოდ არ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და გვგონია, რომ არასწორი ნაბიჯია,"- აღნიშნა მიმინოშვილმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის კრიტიკას საქართველოს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მიმინოშვილის წინააღმდეგობისა, სტუდენტის სტატუსის გარეშე დარჩენილი 700 აბიტურიენტის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის თაობაზე მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეცვლას არ ექვემდებარება და პროცესს სრულად განათლების სამინისტრო წარმართავს.
"გარდა იმისა, რომ ეს არის ორმაგი სამუშაო, რიგ შემთხვევაში შესაძლებელი იყო რომ გართულებულიყო პროცესი, რომელიც უკვე გავლილია და დასრულებულია, იმიტომ რომ ეს მოითხოვს ცვლილებებს. რაც შეეხება სტუდენტების გადანაწილებას და ასე შემდეგ, მე ძალიან კარგად მესმის ქალბატონი მაიასი და რაღაც მომენტში მე მას ვეთანხმები, მაგრამ ჩემს მიერ დამოუკიდებლად მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება რადგან ამ გადაწყვეტილების საჭიროება დავინახე,"- განაცხადა თამარ სანიკიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის მიერ 27 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ერთიანი ეროვნული გამოცდები 2013-ის საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ 700-მდე სტუდენტის სტატუსის გარეშე დარჩენილ აბიტურიენტს მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა ექნება.

 მინისტრის თქმით, მეორადი ჩარიცხვის წესი გაუქმებული იყო, თუმცა განათლების სამინისტრომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიღმა დარჩენილი სტუდენტების და მათი ოჯახის წევრების თხოვნის გათვალისწინებით გამონაკლისი დაუშვა.
ghn.ge

Tuesday, August 27, 2013

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მეორადი ჩარიცხვების გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მეორადი ჩარიცხვების გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს, უნივერსიტეტის გარეთ დარჩენილი აბიტურიენტების მშობლები თამარ სანიკიძეს შეხვდნენ, მათ მინისტრს პრეტენზიები გააცნეს.
აბიტურიენეტების მშობლებისთვის გაუგებარია რატომ არ ჩაირიცხნენ უნივერსიტეტებში მათი შვილები, როცა მათ გამოცდებში მინიმალური ზღვარი გადალახული ჰქონდათ.
მინისტრმა განმარტა, რომ ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია და ეს იყო პროცედურული დარღვევა.
„პრეტენზია საერთოდ გაუგებარია, იმიტომ რომ მათ ამ შემთხვევაში არანაირი არც იურიდული, არც მორალური უფლება არ ჰქონდათ იმისა, რომ ჰქონოდათ პრეტენზია და მითუმეტეს თუ ეს პრეტენზია გვიკავშირდებოდა ჩვენ სამინისტროს, იმიტომ რომ მათ რეალურად ვერ გამოიყენეს ის შესაძლებლობა, ან არ გამოიყენეს რაც ჰქონდათ მიცემული; ის მიმართულებები, რომლებიც მათ თავდაპირველად ჰქონდათ მონიშნული, იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწაესებულებაში, რეალურად მათ მოუწევთ ამ პრიორიტეტების შეცვლა; მივიღებ ამ გადაწყვეტილებას და დავუშვებ გამონაკლისს და გამოვაცხადებ მეორად ჩარიცხვებს“,-განაცხადა თამარ სანიკიძემ.
news.ge

Sunday, August 25, 2013

გთავაზობთ 2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს (ჩარიცხულთა და გრანტირებულთა შესახებ ინფორმაციას)


ლინკი შედეგებზე


ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც - ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

მიბმული ფაილები

გთავაზობთ ჩარიცხულთა სიებს (დალაგებულია ანბანის მიხედვით)
გთავაზობთ ჩარიცხულთა სიებს (დალაგებულია საკონკურსო ქულის მიხედვით)
გთავაზობთ გრანტირებულთა სიას აკადემიური პროგრამებისათვის
გთავაზობთ გრანტირებულთა სიას ქართულ ენაში მომზადების პროგრამებისათვის (აზერბაიჯანულენოვანი)
გთავაზობთ გრანტირებულთა სიას ქართულ ენაში მომზადების პროგრამებისათვის (სომხურენოვანი)
გთავაზობთ ნედლი და სკალირებული ქულების შესაბამისობის ცხრილს
გთავაზობთ მინიმალურ საგრანტო ქულებს არჩევითი საგნების მიხედვით 

naec.ge

Saturday, August 24, 2013

2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ჩარიცხულთა სიები)

        აბიტურიენტთა საყურადღებოდ!
2013 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები (ჩარიცხულთა სიები) გამოქვეყნდება კვირას, 25 აგვისტოს 15:00-საათის შემდეგ. ამასთან დაკავშირებით, 25 აგვისტოს 14:00 საათიდან იმუშავებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ცხელი ხაზი-2473333. ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იქნება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც - ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.
naec.ge

Як-42, რომელშიც 120 ბავშვი იჯდა, თურქეთამდე ვერ ჩაფრინდა


19:16 24.08.2013: newposts.ge 
ავიაკომპანია "გროზნო-ავიას" გროზნოს აეროპორტიდან აფრენილი თვითმფრინავი, Як-42. რომელშიც 120 ბავშვი იჯდა, თვითმფრინავის გაუმართაობის გამო, დანიშნულების ადგილას - თურქეთში,  ვერ ჩაფრინდა და იძულებული გახდა უკან დაბრუნებულიყო.
ინფორმაციას ამის შესახებ, ჩეჩნეთის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, РИА «Новости» ავრცელებს. წყაროს ცნობით, პრობლემა თვითმფრინავის ძრავაში შეიქმნა, კერძოდ მის სამივე ძრავში ზეთის წნევა დაეცა.

საბედნიეროდ, ავარიული დაფრენა წარმატებით განხორციელდა და ბორტზე მყოფი ბავშვები და ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

Friday, August 23, 2013

ფოტოკონკურსი "დაუვიწყარი არდადეგები"

ძვირფასო სკოლის მოსწავლეებო,

დღეიდან 1 ოქტომბრამდე ელექტრონულ მისამართზე ganatlebissakhli2000@gmail.com გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული ფოტოები (აუცილებლად მიუთითეთ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, სკოლა), რომლებზეც ასახული იქნება თქვნს მიერ გატარებული დაუვიწყარი არდადეგები!

შემოთავაზებული ფოტოსურათებიდან 5 საუკეთესოს Facebook-ის მომხმარებელი თავისი გემოვნებით, „მოწონების“ („Like“) მეშვეობით შეარჩევს, მათგან 3 საუკეთესოს "განათლების სახლი" გამოავლენს.

გამარჯვებული მოსწავლეები სპეციალური სიურპრიზებით დაჯილდოვდებიან.

პირველი ადგილის მფლობელს ფოტოაპარატი გადაეცემა!

საზეიმო დაჯილდოება გაიმართება "განათლების სახლში", ვაჟა–ფშაველას გამზ. #43, მეტრო "დელისთან", 2 ოქტომბერს, 18:00 საათზე!

ჩვენ თქვენი აქტიურობის იმედი გვაქვს!
პოლ ბრეგი
მესამე მკურნალი- სუფთა წყალი
სუფთა წყალი შესანიშნავი ექიმი და ერთგული მეგობარია.  მე უკვე მითქვამს თქვენთვის გამოხდილი წყლის სმის მნიშვნელობის თაობაზე. წყალი თქვენი სხეულის 70 პროცენტს სეადგენს. ორგანიზმში  წყლის ნორმალური დონის შესანარჩუნებლად აუცილებელია მისი მარაგის რეგულარული შევსება. ბლომად ხილ- ბოსტნეულის  ჭამისთ  თქვენ გამოხდილი წყლის დიდ რაოდენობას აწვდით ორგანიზმს.
      თბილი აბაზანა მატონიზირებელი და შვების მომგვრელი სასუალებაა.
     ყოველღიურად უამრავი ხალხი სიამოვნებს ზღვებში, ტბებსი, მდინარეებში,  საცურაო აუზებში ბანაობით. ცურვა საუკეთესო ვარჯიშია. იგი არ გადაგიქანცავთ კუნთებს და გულს. თუკი  ცურვა არ იცით, მიმართავთ სპეციალისტს და შეგასწავლით. არც ინანებთ- ცურვა შვებასა და სიხარულს მოგგვრით, ასაკის მიუხედავად. ნუ შეუშინდებით  და ძალიან შეგიყვარდებათ.
   წყალი  ძველთაგანვე უამრავ სნეყულებათა სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ქვეყნად ჩემი მოგზაურობების  დროს წყლით მკურნალობის არაერთი ხერხი შემხვედრია.
     ცნობილია,რომ უზველეს დროში ეგვიპტელები, ასირიელები, ებრაელები, სპარსელები, ინდოელები, ჩინელები და ამერიკის ინდიელები სნეულებებს წყლით  მრავალნაირი მკურნალობით არჩენდნენ.
     მედიცინის მამა, ჰიპოკრატე, ჩვ. წ-მდე 400 წლით ადრე იყენებდა წყლით მკურნალობის სისტემას . მისი ძირითადი მეთოდი  ეფუძნებოდა ცხელი და ცივი წყლის  ცვალებადობას, ტანის მომდევნო დაზელვით, რაც სისხლის მიმოქცევას აძლიერებდა. ამ მეთოდით დღესაც სარგებლობენ.
     ჩემი სახლი მიერალური წყლების რაიონსი მდებარეობს. ასე, რომ მათი სამკურნალო წყლით სარგებლობა შემიძლია. მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან ამ დამამსვიდებელ წყაროებში საბანაოდ. მე არ მიმაჩნია, რომ მინერალური წყალი სნეულებათა განმკურნელია. ჩემი აზრით, იგი უფრო მედატ განმწმენდი და დეტოქსიკატორიი, ორგანიზმში სისხლის მიმოქცევის დამჩქარებელია. აი, რატომ გირჩევთ რამდენიმე კვირის განმავლობაში გაწმენდის, დიტოქსიკაციისა და რელაქსაციისტვის ცხელი აბაზანების მიჭებას. ცხელი აბაზანები შეიძლება თქვენი ბუნებრივი ცხოვრების წესის განუყრელ ნაწილად იქცეს. გახსოვდეთ: არ იბანაოთ ცხელ წყალსი შიმშილობის დროს!
                                           

                   წყალი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჭმელი
ადამიანი სანახევროდ წყლისგან შედგება. ჩვენი ძვლებიც კი 1/3 წყალია. ორგანიზმის მიერ წყლის მეათედის დაკარგვაც უკვე სახიფთოა, ორი მეათედისა კი შეიძლება მომაკვდინებელი აღმოჩნდეს. წლის უკმარისობა ქიმიურ და ფიზიკურ პროცესთა ნორმალურ დინებას აფერხებს. ნორმალური ცხოველქმედების შენარჩუნებისთვის ორგანიზმს აუცილებლად ესაჭიროება წყლის გარკვეული მუდმივი ბალანსი.
  წყალზე ორგანიზმის მოთხოვნილების დამადასტურებელ მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ ჰიმალაის მთების შტურმის დროს ალპინისტების მიერ დიდი წონის კარგვა. ვერავინ შეძლო ამის გაგება მანამ, სანამ ევერესტის ექსპედიციამ  მეცნიერულად არ დაამტკიცა სიმაღლის გავლენა  წყის ორგანიზმში მიმოქცევაზე. ადამიანები იძულებულნი იყვნენ თოვლი და ყინული ეჭამათ წყლის ნაცვლად. ისინი დარწმუნდნენ, რომ ამ სიმღლეზე ადამიანს დღეში საშუალოდ სამი ლიტრი წყალი ესაჭიროება. ეს ბევრად მეტია, ვიდრე მანამდე ფიქრობდნენ.
   ჩვენ, შესაძლებელია, არც გვესჭიროება ამდენი წყალი, მაგრამ ის კი უდავოა, რომ ორგანიზმს უწყლოდ გაძლება არ ძალუძს.
                           
1959 წელს აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოცემულ წელიწადეულში დოქტორი ოლაფ მიკელსონი წერდა: „ ჟანგბადის  შემდეგ წყალი ადამიანისა და ცხოვრების სიცოცხლისათვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ადამიანს შეუძლია უჭმელად ხუთ კვირას გაძლოს, მაგრამ უწყლოდ რამდენიმე დღეში დაიღუპება.“
   უსაფრთხოების სამოქალაქო უწყებისადმი გაგზავნილ ანგარიშში დასავლეთ რეგიონში  სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია მიუთითებს: : დაუჯერებელია, მაგრამ საჭმელი ადამიანის  ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის სრულიადაც არ არის აუცილებელი ორი კვირის განმავლობაში. ადამიანთა უმრავლესობას არაფერი მოუვა ამ ხნის განმავლობაში, თუკი სამყოფ წყალს დალევენ“.

                            როგორ იყენებს წყალს ჩვენი ორგანიზმი
ყველა სასიცოცხლო პროცესი წყალს ეფუძნება. უიმისოდ პროტოპლაზმა(ნივთიერება-სასიცოცხლო პროცესების საფუძველი) ვერ იარსებებს, ვერც რაიმე ბალახი, მწერი, კაქტუსი, ფრინველი, ან თევზი. როცა უჯრედი შრება, მოქმედებას წყვეტს. უჯრედს სითხის მუდმივი ნაკადი სჭირდება, ადამიანისას -მით უმეტეს. ორგანიზმში ხუთ ლიტრზე მეტი სისხლია. ნარჩენები საჭმელისა , რომელსაც უჯრედები მოიხმარს და სითხის სახით გამოდევნის ორგანიზმიდან, შარდს წარმოადგენს. თვით  ჟანგბადსაც კი ვერ შნთანთქავს ფილტვები, ტუკი მისი ზედაპირი ნამიანი არ იქნება. იგივე ითქმის ნახსიროჟანგის გამოყოფაზეც.
     ჯ. კენონის გამონათქვამიდან: „ წყალი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან მიღებული საკვები მასალის გამხსნელიც გახლავთ. იგი აუცილებელი ნივთიერებაა, რომელსაც თან სდევს ჩვენთვის ენერგიის მომნიჭებელი ქიმიური პროცესები. წყალი უნარჩუნებს ორგანიზმს მუდმივ ტემპერატურას და უზარმაზარ როლს ასრულებს ორგანიზმის ქიმიურ პროცესებში“.


                                                       წყალი და საჭმლის მონელება

საჭმლის ათვისება უწყლოდ შეუძლებელია. მისი შემწეობით ხდება ორგანიზმის ნორმალური ცხოველქმოქმედებისათვის აუცილებელი ცილების, სახამებლის, ცხიმების საკვებად გარდაქმნა. წყალი აგრეთვე აუცილებელია  კუჭის მუშაობის სტიმულაციისთვის, ნაწლავებში იგი ხელს უწყობს ფეკალური მასების წარმოქმნას და ორგანიზმიდან მათს დროულად გამოყოფას.
      ნება მიბოძეთ  განვმარტო საჭმლის მონელებისათვის წყლის აუცილებლობა, პირის ღრუდან დაწყებული. აქ სითხე, რომელსაც ნერწყვს ვეძახით, იწყებს ნახშირწყლების  გადამუშავებას. კუჭის წვენის 90% -ი წყალია. იგი თავის საქმიანობას იწყებს საჭმლის კუჭში გავლის დროს. საჭმელი, რომელიც უკვე ფაფას წარმოადგენს, გადადის ტორმეტგოჯა ნაწლავში, წვრილი ნაწლავების ზედა განყოფილებაში, სადაც მისი შეწოვა ხდება. ღვიძლის და კუჭქვეშა ჯირკვალის სეკრეცია, რომელიც აგრეთვე 90 %- ით წყალია, დაასრულებს საჭმლის მონელებას.

                                      წყალი და ნამუსრევი
განზავებული ნამუსრევი ორგანიზმიდან წყლის დახმარებით გამოდის. თირკმელები და შარდის ბუშტი, კანი და ფილტვები უწყლოდ შხამებისგან ვერ თავისუფლდება. ალევოლები თუ არ დასველდა, ისე არ იფუნქციონირებს. ცხვირის, ყელის, ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვანა ნიადაგ სველი უნდა იყოს, ვინაიდან ყოველი მათგანი ჰაერთან კონტაქტშია, ადამიანი  სუნთქვისას ყოვედღიურად 0,5 ლიტრ წყალს კარგავს. როცა ჰაერი მშრალია, ეს ციფრი შეიძლება გაიზარდოს. ასეთ სიმშრალეს მრავალი გაურბის და ოთახებში ტენის მომტან მოწყობილობას დგამს.
     წყალი უხვად ორთქლდება კანის ფორებიდან. ამ შემთხვევაში იგი არა მარტო ნამუსრევის გამოსაყოფად, არამედ სხვა მიზნებისთვისაც გამოიყენება.
  თირკმელებს ბლომად წყალი სჭირდება. მისი აუცილებელი რაოდენობა პირდაპირაა დამოკიდებული მიჭებულ სითხეზე. თირკმელებში გავლილი ყოველი ლიტრი წყალი ორგანიზმიდან გაიატნს 90 გრამ ნამუსრევს, ეს ნორმალურ ფუნქციონირებადაა მიჩნეული. შარდის დონე 0,25 ლიტრზე დაბლა არ უნდა დაეცეს. თირკმელები განუწყვეტლად მუშაობს და გამუდმებით თხოულობს წყალს.
                                             სისხლი და წყალი
ცნობილია, რომ  სისხლი წყალზე დაახლოებით 10% -ით უფრო სქელია. სისხლის პლაზმის 80 %- წყალია, რაც მას მთელ სხეულში თავისუფალი მიმოქცევის საშუალებას აძლევს. მას გადააქვს საკვები და აირები, არაორგანული მარილები და მკვებავი ნივთიერებანი, ნამუსრევი, ასრულებს სხვა მსგავს სამუშაოსაც.
ადამიანის უჯრედებს აუცილებელი ნივთიერებებით, მათ შორის, მის ასაშენებლად საჭირო მასალით, პლაზმა ამარაგებს. ნებისმიერი პროცესი უჯრედის შექმნაა, შთანთქმა და გამოყოფა-პლაზმის შემწეობით მიმდინარეობს. იგი საკვებისა და სათბობს საჭმლის მომნელებელი და სასუნთქი ორგანოებიდან იღებს  და ორგანიზმის ყველა ქსოვილს „მიართმევს“.

                                                        წყალი სიგრილის წყაროა
ავტომობილს რადიატორში სჭირდება წყალი ძრავის გარკვეული ტემპერატურის შენარჩუნებისთვის. კიდევ უფრო მეტად ეს ადამიანის ორგანიზმს ესაჭიროება. მიზეზი ის გახლავთ, რომ წყალი სწრაფად ნთქავს სითბოს ცოცხალ ორგანიზმებში, რომლებშიც ნიადაგ ერთნაირი ტემპერატურაა. წყალი მოქმედებს, როგორც ფრიად ეფექტური გამაგრილებელი. ადამიანის ორგანიზმს ერთიდაიგივე ტემპერატურული დონე აქვს (+36,6  გრდ. ცელსიუსით)  და იგი არ უნდა შეიცვალოს კლიმატისა და გარემოს ცვალებადობის მიუხედავად.
ტემპერატურა წესრიგდება, ძირითადად, ეპიდერმისის (კანის ზედა ფენა) საშუალებით-აორთქლების გზით. გარდა ამიკსა, ჟანგბადისა და საკების ორგანიზმში წარმოქმნილი სითბოს დაახლოებით ერთი მეოდხედი გამოიყოფა სუნთქვის დროს . ორგანიზმი კარგავს დაახლოებით 0,5 ლიტრ წყალს საათში მხოლოდ ოფლისდენის შედეგად. როცა ცივი ოფლის გამოყოფა  წყდება და მთელი წყალი ქსოვილებში გროვდება, ჩვენი ორგანიზმი ბევრად ირჯება ტემპერატურის ბალანსის შესანარჩუნებლად.
   გამოკვლევებმა გვაჩვენა,რომ ადამიანი უმოძრაობის დროსაც კი დღეში 300 გრამ სითხეს კარგავს ეპიდერმისიდან და ფილტვებიდან. გრძელ დისტანციაზე მოირბენალი ოთხ ლიტრამდე, ხოლო ფეხბურთელი ექვს ლიტრამდე წყალს კარგავს საათში. ვინაიდან ორგანიზმის ნახევარზე მეტი წყალია და გამომყოფი პროცესები მას ეფუძვნება, ადვილი გასაგებია, რომ მისი დაკარგვა იოლი საქმეა. წყლის უკმარისობა შეიძლება ძალზე სახიფათო იყოს, განსაკუთრებით მაშინ , თუკი მისი დეფიციტი გახანგრძლივდა. ამ მხრივ მუდამ ყურადღებით უნდა იყოთ და მეტი წყალი სვათ.

                                         წყალი მპოხავი საშუალება
ორგანიზმი თავისებურად იპოხება და შეზეთვის თავიდათავი წყალი გახლავთ.იგი სხვადასხვა ორგანოს ერთმანეთზე ხახუნს უშლის ხელს, ეხმარება ძვლებს სახსრებში  თავისუფლად მოძრაობაში. გაპოხვის გარეშე ვერც მუხლს მოხრით და ვერც იდაყვს. წყალი ორგანიზმის ჰიდრავლიკური სისტემის საფუძველია, იგი მასსი სხვადასხვანაირად წნევას ქმნის და ინარჩუნებს კიდეც.
 უწყლოდ კუნთების ტონუსიც ეცემა,ვინაიდან კუნთების ¾ წყალია. აი, რატომ ვიღლებით ორგანიზმში წყლის დეფიციტის დროს.

                           წყლის სამი წყარო
თქვენმა ორგანიზმმა საჭირო წყალი თავიდანვე უნდა მოიპოვოს. პირველი გზა ცნობილია. მეორე ეს გახლავთ წყლის შემცველი პროდუქტების-ხილი, წვენების, წვნიანების, სასმელების და ა. შ. - მიღება.რეგულარული ჭამა-სმა წყლის მიღების წყაროა. კვერცხის 70%-ი წყალია, ატმისა- 80, რაც ჩვენ მშრალი და მყარი გვგონია, 25% წყალს შეიცავს.
წყლის მესამე მნიშვნელოვანი წყაროა მეტაბოლოზმი, ეგრეთწოდებული მეტაბოლური წყალი, რომელსაც ორგანიზმი ქიმიურ რეაქციების შედეგად წარმოქმნის. ეს მაშინ ხდება, როცა უჯრედები ორგანიზმში შემოსულ საკვებს ითვისებს. წყლის ამგვარი წარმოქმნის საუკეთესო მაგალითია აქლემი. აქლემი იმდენ წყალს გადაამუშავებს, რამდენსაც დალევდა, საშუალება რომ ჰქონდეს. იგივე შეუძლია ზოგ მწერსაც, თუნდაც მშრალი, მცირეწყლიანი საჭმელი ჭამოს.
ადამიანი დღეში საშუალოდ სჭირდება 2,5 ლიტრ წყალი, ხოლო ორგანიზმში ცირკულირებს 5 ლიტრი. განსხვავებას ქმნის სწორად მეტაბოლური წყალი.

                                       წყლის დეფიციტი ორგანიზმში
როცა ორგანიზმში წყლის ნაკლებობაა, იგი პროტესტს აცხადებს:ჯერ ერთი,მცირდება ჯირკვლების სეკრეცია, ნერწყვის რაოდენობა, სხვადასხვა გარსი შრება, ვგრძნობთ წყურვილს. ეს შეგრძნება გვანიშნებს, რომ ორგანიზს სასწრაფოდ უნდა მივაწოდოთ წყალი. თუკი წყლის დანაკარგი მატულობს, სხვა სიმპტომებიც ჩნდება : თავის ტკივილი, ნერვიული მოვლენები, დაფანტულობა, კუჭ-ნაწლავის  მოშლა და სხვა.წყლის დალევისთანავე ეს სიმპტომები ქრება.
 yoga.ge

Wednesday, August 21, 2013

ერთიანი ეროვნული გამოცდები - აპელაციის შედეგები


აბიტურიენტთა საძიებო სისტემაში ასახულია აპელაციის შედეგები. საბოლოო შეფასების სანახავად მიყევით ბმულს.

Thursday, August 15, 2013

როგორ ხდება ჩარიცხვა კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე?

დღის კითხვა:

როგორ ხდება ჩარიცხვა კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე?

• კონკრეტულ პროგრამაზე ჩასარიცხ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ამ პროგრამაზე სწავლისგასაგრძელებლად სავალდებულო გამოცდებში (სამი სავალდებულო და ერთი არჩევითიგამოცდა ან/და ტური). მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება ნედლი (და არა სკალირებული) ქულებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აბიტურიენტთა ჩარიცხვა მოხდება მხოლოდ პროგრამების მიხედვით მიღებული საკონკურსო ქულის საფუძველზე.

როგორ განისაზღვრება მითითებული პროგრამებიდან რომელზე უნდა ჩაირიცხოს აბიტურიენტი?

• თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

როგორ გამოიანგარიშება საკონკურსო ქულა თითოეულ აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე?

• საკონკურსო ქულის (რომლის მიხედვითაც ხდება ჩარიცხვა) გამოანგარიშება ხდება შემდეგნაირად: თითოეული გამოცდის სკალირებული ქულა გამრავლდება საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მინიჭებულ კოეფიციენტებზე და შედეგები შეჯამდება.
მაგალითად: აბიტურიენტმა მიიღო ქართულ ენასა და ლიტერატურაში 151,6; ზოგად უნარებში - 148,3, უცხოურ ენაში - 145,6, მათემატიკაში - 154,0. ამ გამოცდების კოეფიციენტები ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საგანმანათლებლო პროგრამისათვის შესაბამისად არის 4; 3; 3; 2. ჯამური საკონკურსო ქულა იქნება 151,6X4 + 148,3X3 + 145,6X3 + 154,0X2 = 606,4 + 444,9 + 436,8 + 308,0 = 1796,1. სხვა საგანმანათლებლო პროგრამისათვის, თუ მას განსხვავებული კოეფიციენტები აქვს მინიჭებული ამ გამოცდებისათვის, ანალოგიური წესით გამოთვლილი ჯამური საკონკურსო ქულა განსხვავებული იქნება.

• კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამისათვის საკონკურსო ქულის გამოთვლისას უნდა გამოიყენოთ მხოლოდ იმ გამოცდების შედეგები, რომლებიც მითითებული აქვს ამ საგანმანათლებლო პროგრამას.

გაითვალისწინეთ რომ, კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას, რომელიც გამოითვლება ყველა პროგრამისთვის ცალ-ცალკე (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ კონკრეტული პროგრამისთვის დადგენილი კოეფიციენტების შესაბამისად) და არა ამ პროგრამის რიგით ნომერს აბიტურიენტის რეიტინგულ ჩამონათვალში!
NAEC.GE

აბიტურიენტებისა და მე–12 კლასელების საყურადღებოდ!

             
მიმდინარეო რეგისტრაცია განათლების სახლში
The House of Education  (მეტრო "დელისთან")
ერთიანი ეროვნული  და
საატესტატო
გამოცდებისთვის მოსამზადებლად (30 ლარიდან)
მეცადინეობა დაიწყება 2 სექტემბრიდან!
ენი ყველა აბიტურიენტი წარმატებულია!
დაგვიკავშირდი და გახდი წარმატებული
                  599 201096;      ganatlebissakhli2000@gmail.com
მის.: ვაჟა-ფშაველას გამზ. # 43 (პროფკავშირების კულტ.ცენტრი), ოთახი #215

Wednesday, August 14, 2013

აბიტურიენტთა რეგისტრაციის შედეგები

გთავაზობთ აბიტურიენტთა რეგისტრაციის შედეგებს (განაცხადების რაოდენობას პროგრამების მიხედვით)

Sunday, August 11, 2013

ოქტომბრის პირველ ნახევარში გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში ჩატარდება


ოქტომბრის პირველ ნახევარში გამოსაშვები გამოცდები 4 საგანში ჩატარდება

2013-2014 სასწავლო წელს მეთორმეტე კლასის მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს 4 საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია) ჩააბარებენ ოქტომბრის პირველ ნახევარში. 
იმ მოსწავლეებს, რომლებიც ოქტომბერში ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე გამოცდაში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ შესაბამისი საგანი წლის ბოლოს, ჩააბარონ დანარჩენ 4 გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად.

2013-2014 სასწავლო წლიდან გამოსაშვები გამოცდები მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და გეოგრაფიის გამოცდას ჩააბარებენ (აღნიშნული სქემა გაცილებით მოსახერხებელია მოსწავლეთათვის, რადგან ისინი იმ 4 გამოცდას, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში სრულდება, იმავე სასწავლო წლის ბოლოს ჩააბარებენ, ხოლო დანარჩენ 4 საგანს კი - მე-12 კლასის ბოლოს).