Wednesday, September 18, 2013

მეორადი ჩარიცხვები ოქტომბრიდან დაიწყება

თამარ სანიკიძე: მეორადი ჩარიცხვები ოქტომბრიდან დაიწყებაგანათლების და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკძე დღეს სასჯელაღსრულების #11 დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც ახლადაშენებული სკოლა დაათვალიერა . სანიკიძის თქმით, სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი, რომ სწავლების პროცესი განხორცილდეს.

მინისტრმა Aris.ge-განათლების სხვა შეკითხვებსაც უპასუხა.

ქალბატონო თამარ, როდის დაიწყება მეორადი ჩარიცხვები? ზოგიერთმა აბიტურიენტმა ჯარიდან გაწვევა უკვე მიიღო, რაც მათ სწავლის დაწყებაში ხელს შეუშლის..

გაწვევას ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მეორადი ჩარიცხვები ოქტომბრიდან დაიწყება. წესდება მზად არის, დამტკიცებულია და შესაბამის სამინისტროებში დამტკიცებისთვის გაიგზავნა. ალბათ, ამას სამი დღე დასჭირდება. ჩარიცხვის წესიც მზად არის და გამოქვეყნდება. ბავშვები შეძლებენ ჩარიცხვები დაიწყონ.

გამორცდების ეროვნული ცენტრი ჩარიცხვებზე უარს ამბობს, ვინ განახორციელებს ამ პორცედურას? 

ჩარიცხვაზე უარს არავინ ამბობს. მათ თავისი ნაწილი აქვთ. რანჟირების დოკუმენტი გამოცდების ეროვნული ცენტრიდან უნდა წამოვიდეს. დანარჩენი, ყველაფერს განათლების და მეცნიერების სამინისტრო და ჩვენი ერთ–ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‘’ემ–ის’’–ი განახორციეელებს.

აბიტურიენტებს კონკურსის გავლა მოუწევთ?

არა, მიღებული ქულებით ჩაირიცხებიან. უბრალოდ, ხელახალი რეგისტარციის გავლა მოუწევთ.

რაც შეეხება უნივერსიტეტის თვითმმართველობას, იგეგმება თუ არა კანონში ცვლილების შეტანა, რომლის თანახმად, შეიძლება კანონით აღარ განისაზღვრებოდეს თვითმმართველობა? 

ამის გარდა კანონში ძალიან ბევრი ცვლილება შევა. ამიტომ, ახლა ამ თემას არ გამოვყოფდი. როდესაც პროექტი მომზადდება, განხილვისთვის გამოვიტან და ყველა ცვლილება ნათლად გამოჩნდება.

მას შემდეგ, რაც უმაღლეს დაწესებულებებს სტატუსტი შეეცვალათ, შესაძლებელია თუ არა, რომ საკუთარი სსიპ შექმნან? 

კანონში ცვლილებები უკვე შეტანილია, რაც ამის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, როცა ამის სურვილი იქნება, განვახორციელებთ. უნივერსიტეტებს შეუძლიათ თავისი სსიპ ჰყავდეთ.

სალომე არის© გოგოხია

No comments:

Post a Comment