Sunday, September 8, 2013

ლიმონის კანის 10 სასარგებლო თვისება - რა დაავადებებს კურნავს ლიმონის ცედრა



ლიმონისა და მისი წვენის საუკეთესო თვისებებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა ნაკლებადაა ცნობილი მისი კანის საუკეთესო თვისებები:

1. ლიმონის ცედრა ძვლების ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. მასში დიდი რაოდენობით კალცი და C ვიტამინია, რომელიც თავისთავად კანის უჯრედებს ამაგრებს. ლიმონის კანი აფერხებს ისეთი დაავადების წარმოქმნას, როგორიცაა ოსტეოპორეზი, ართრიტი და რევმატიზმი.

2. ლიმონის ცედრა ოქსიდატიური სტრესის წარმოქმნასაც აფერხებს მასში შემავალი ვიტამინ P-ს დახმარებით.

3. ადამიანის ორგანიზმში ბევრია ტოქსიკური ნივთიერებები, რომელიც ადამიანს არამარტო ასუსტებს, არამედ სპირტიან სამელებზე დამოკიდებულებასა და მადის მომატებაში უწყობს ხელს. ცედრას კი აღნიშნული ნივთიერება ორგანიზმიდან გამოჰყავს.

4. ცოტამ თუ იცის რომ ლიმონის ცედრა ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისთვისაც გამოიყენება. მასში შემავალი ნივთიერება სოლვესტროლ Q 40-ის დახმარებით, ორგანიზმს კიბოთი დაავადებული უჯრედების დამარცხებაში ეხმარება.

5. ლიმონის კანში შემავალი პოლიფენოლი ქოლესტერინის ოდენობას ამცირებს, რაც თავის მხრივ გულის მუშაობაზე დადებითად აისახება.

6. კალიუმის შემცველობით ცედრა, გულის მუშაობაზე კარგად აისახება, დიაბეტის წარმოქმნას აფერხებს წნევას კი აწესრიგებს.

7. ლიმონის ცედრა- პირის ღრუსთვისაც საუკეთესო საშუალებაა. კარგია, ღრძილების გაღიზიანებისა და სისხლდენის დროსაც.

8. ცედრა ზედმეტი წონის დაკლებაშიც დაგეხმარებათ. მასში ასებობს ნივთიერება პეკტინი, რომელიც ფიგურის საუკეთესო მდგომარეობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

9. ანტიოქსიდანტების დახმარებით კი, ლიმონის კანი სახის კანს ასუფთავებს და უსიამოვნო გამონაყარისგან დაგიცავთ.

10. ზემოთ ჩამოთვლილ საუკეთესო თვისებებთან ერთად, ცედრა სხვა საუკეთესო თვისებებითაც გამოირჩევა. ასუფთავებს ღვიძლს, ყურის ინფექციის დროსაც დაგეხმარებათ, სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ინსულტების წარმოქმნას აფერხებს.

რაც შეეხება ცედრის გამოყენებას: ლიმონი საყინულეში მოათავსეთ, შემდეგ კი ცედრა წვრილად გახეხეთ და მცირე ზომით დაამატეთ სალათებში, ჩაიში და ნებისმიერ საკვებში. შეგიძლიათ გახეხილ ცედრას შაქარი დააყაროთ და დესერტის მსგავსად მიირთვათ.

100გრ ცედრა შეიცავს: 134მგ. კალცს, 160მგ. კალიუმს, 129მგ. ვიტამინ C-ს.

ექიმები გირჩევენ ლიმონის ცედრა თქვენს ყოველდღიურ რაციონში შეიტანოთ!!!

წყარო: anomalia.kulichki.ru

No comments:

Post a Comment