Friday, September 6, 2013

2013 წლის ინფორმაცია ზედმეტად, შეცდომით გადახდლი თანხებისა და საგამოცდო ტესტის შეფასების შესახებ აპელაციის განხილვის საფასურის დაბრუნების თაობაზე

2013 წლის ერთიანი ეროვნული/სტუდენტთა საგრანტო კონკურსის/ მასწავლებელთა სასერტიფიკაციო/ საერთო სამაგისტრო საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის ზედმეტად/შეცდომით გადახდილი და შეფასების შეცლის (მომატება/დაკლება) შემთხვევაში გადახდილი საფასურის დაბრუნების თაობაზე.


განაცხადების მიღება წარმოებს 2013 წლის 6 სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით.


ქ.თბილისში – მინდელის ქ. N9, 10:00 სთ-დან - 18:00 სთ–მდე.

რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი; 
• ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტები, სადაც მითითებული იქნება ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება;
• იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი.


იხ. განაცხადის ფორმები:



განაცხადში აუცილებლად უნდა მიუთითონ ბანკის რეკვიზიტები (ბანკის დასახელება, ბანკის კოდი, ანგარიშის დასახელება (გვარი, სახელი) თანხის ჩასარიცხად, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა ვერ დაბრუნდება. 


თანხები მითითებულ ანგარიშებზე გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.

naec.ge

No comments:

Post a Comment