Friday, October 4, 2013

თამბაქოს მომაკვდინებელი ზემოქმედება


  • მსოფლიოს მასშტაბით, დაახლობით მილიარდნახევარი ადამიანი არის მწეველი.
  • მსოფლიოს მამაკაცთა პოპულაციის 52% და ქალთა პოპულაციის 34% მწეველია
  • მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით კვდება ათიდან ერთი მწეველი. 2030 წლისთვის, თუ მწეველთა რიცხვი არ შემცირდება, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით გარდაიცვლება ერთი ადამიანი ყოველი 6 მწეველიდან
  • მწეველთა რიცხვი ყოველწლიურად 3,4%–ით იზრდება განვითარებად ქვეყნებში, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში – მცირდება .
  • დაახლოებით 12 ჯერ მეტი ბრიტანელი მოქალაქე დაიღუპა მოწევისაგან, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში.
  • ყოველი 5 თინეიჯერიდან ერთი მწეველია
რაც შეეხება საქართველოს, არანაკლებ მძიმე მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაშიც:
  • საქართველოს მოსახლეობის 37% მწეველია!!!ეს მაშინ, როცა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში  მწეველების და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების რაოდენობა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში 50% ით შემცირდა!!!
  • საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად  11 000 ადამიანი კვდება, რაც საქართველოში ზოგადად სიკვდილიანობის(46 000) მაჩვენებლის 25 პროცენტია!!!
ქართულ სინამდვილეში სადღეისოდ  სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა – თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია. უმძიმესი ვითარებაა მოზარდებს, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9%–ით გაიზარდა. მოზარდთა 42,4% მწეველია – ასეთია სტატისტიკოსთა განაჩენი.
ნიკოტინდამოკიდებულება არ არის დაკავშირებული  უნარების გაუარესებასთან. იგი არ იწვევს აღქმისა და აზროვნების პრობლემებს, როგორიცაა ვიზუალური ჰალუცინაციები ან ილუზიები. ნიკოტინის ხშირი გამოყენება არ იწვევს მეხსიერების გაუარესებას, თვლის უნარების, აბსტრაქტული აზროვნების ან ლოგიკური მსჯელობის უნარის დაქვეითებას. მისით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი ძირითადად ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. 
აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ რა ზიანს ვაყენებთ თამბაქოს მოხმარებით ჩვენს ირგვლივ მყოფ ხალხს:
1. მოწევის და სიგარეტის ბოლვის შედეგად გამოყოფილი კვამლი 4ჯერ უფრო მეტ ტოქსიკურ და კარცეროგენულ (კარცეროგენი იწვევს კიბოს) ნივთიერებას შეიცავს ვიდრე მწეველის ფილტვებში მოხვედრილი კვამლი, რომელიც ორგანიზმში მხოლოდ სიგარეტის ფილტრის გავლის შემდეგ ხვდება.
2. საქართველოში 2009 წელს გარდაცვლილ ადამიანთა შორის ყოველი მე-12 ადამიანი პასიური წევის შედეგად გამოწვეული დაავადებებისგან მოკვდა.
3. პასიური მოწევის შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები. ვინაიდან ორგანიზმი ზრდის პროცესშია და მათი სუნთქვის სიხშირე გაცილებით სწრაფია.
4. პასიური მოწევა ბავშვებში პირველ რიგში ასთმას, პნევმონიას და სასუნთქი გზების დაავადებებს ანვითარებს, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვის სასიკვდილო დაავადებით დაღუპვის შანსიც მაღალია, რასაც ადასტურებს მსოფლიოში 2010 წლის გამოკვლევის შედეგები რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი პასიური მწეველების 1/3-სწორედ ბავშვები იყვნენ.
ნუ მოწევთ სიგარეტს ბავშვთანოთახში ან შენობაში!!!
CCI press შეეცადა გამოევლინა ის მიზეზები, რის გამოც ადამინები თამბაქოზე ხდებიან დამოკიდებულნი. გამოკითულმა რესპოდენტებმა 3 კითვაზე გაგვცეს პასუხი:
  •        „რა ასაკში დაიწყეთ მოწევა?“
  •        „გიცდიათ თავის დანებება?“
  •        "რამდენი წელია თამბაქოს აქტიური მომხმარებელი ხართ?“


რესპოდენტი 1
თამბაქოს მოხმარება 18 წლის ასაკში დავიწყე, ასე ვთქვათ უსაქმურობის ნიადაგზე. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ლექციებს შორის ეს იყო ერთგვარი განტვირთვა, ამას დაემთხვა ცნიბილი ე.წ. „ციხის კადრების“ გაშუქებაც, რის გამოც ღამით ძალიან მიჭირდა დაძინება. ყოველივე ამის ნიადაგზე  გავხდი აქტიური მწეველი.
რესპოდენტი 2
მოწევა 13-15 წლის ასაკში დავიწყე, იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ყველა ეწეოდა. უკვე 8 წელია რაც სისტემატიურად ვეწევი და არასოდეს გამჩენია თავს დანებების სურვილი.
რესპოდენტი 3
18 ვიყავი მოწევა რომ დავიწყე. მიზეზი ალბათ ის წრე იყო, რომელშიც ყოველდღიურად მიწევდა ყოფნა. ყველა ეწეოდა,  ერთი ორჯერ მეც გავუსინჯე გემო და ასე გავხდი დამოკიდებული. 5 წელია აქტიური მწეველი ვარ, დამინებებია კიდეც თავი, თუმცა ისევ დამიწყია. ალბათ ჯერ არც მინდა, რომ შევეშვა. ერთადერთი დისკომფორტი, რაც მოწევის შედეგად მიგრძვნია, გადაღლილობაა.
რესპოდენტი 4
მოწევა საკმაოდ გვიან, 27 წლის ასაკში დავიწყე.  უკვე სამი წელია აქტიური მწეველი ვარ. დანებება არც მიცდია, გამომდინარე იქიდან, რომ სურვილი არ მქონია.  რაც შეეხება დისკომფორტს, ხშირად მაწუხებს კბილის ტკივილი, რასაც თამბაქოს მოხმარებასთან ვაკავშირებ.
რესპოდენტი 5
15 წლიდან ვეწევი. თავდაპირველად ინეტერესის გამო გავსინჯე და მას შემდეგ უკვე 10 წელია აქტიურად ვეწევი. თავის დანებება რამდენჯერმე ვცადე, თუმცა, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მომინდომებია.
რესპოდენტი 6
18 წლის  ვიყავი მოწევა რომ დავიწყე. გაგეცინებათ და ბოლის გამოშვების პროცესი მომწონდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოწევა დამეწყო. ვერ ვიტყვი, რომ აქტიური მწეველი ვარ, ვინაიდან სულ რაღაც 1 თვეა მომხმარებელი გავხდი.
რესპოდენტი 7
აქტიური მწეველი 17 წლიდან მქვია. ფრანგული ფილმების დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ყოველთვის ძალიან მომწონდა თამბაქოს მომხმარებელი ქალები. ამან განაპირობა ჩემი  მიდრეკილება მოწევისკენ.  5 წელია ვეწევი, ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, თუმცა ვხვდები, რომ საკმარისად არ მოვინდომე.  ერთადერთი პრობლემა, რაც თამბაქოს მოხმარების გამო გამჩენია, ჰაერის უკმარისობაა.
გაფრთხილებთ:
ქალი მწეველები.  ეზრდებათ რისკი შემდეგი დაავადებების:
  1. საშვილოსნოს ყელის კიბო.
  2. შემცირებული ნაყოფიერება და უშვილობა.
მამაკაცი მწეველები.  ეზრდებათ რისკი შემდეგი დაავადებების:
1. ერექციული დისფუნქცია(იმპოტენცია)
2. შემცირებული ნაყოფიერება და უშვილობა.

გაითვალისწინეთ:
1. ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან 2 მგრ-მდე ნიკოტინს და 8-35 მგრ- მდე ფისს.
2. თუ ადამიანი დღეში ეწევა 20 ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში ილექება 1 ლიტრი ფისი.
3. თამბაქოს კვამლი (ფისი) შეიცავს 4 000-ზე მეტ ნივთიერებას რომელთა შორის 40 კარცეროგენულია.
კარცეროგენული ნივთიერებები იწვევს მრავალი ორგანოს კიბოთი დაავადებას, მათ შორის ყველაზე ხშირად ფილტვის კიბოს.

ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 90%- მწეველია.

cci.ge

No comments:

Post a Comment