Thursday, October 31, 2013

სიახლე 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებშიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტებს ორ სიახლეს თავაზობს:

1. 2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება I-დან IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.

2. იგეგმება უცხოური ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შეასრულოს დავალება. 

უცხოური ენის გამოცდის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი დაეგზავნება სკოლებს და განთავსდება შეფასებისა და გამოცდებული ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

"ლაპარაკი და მოსმენა უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია უცხო ენის გამოცდაში, რომელიც აქამდე არ იყო. წელს მხოლოდ მოსმენის კომპონენტი დაემატება,"- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი. 

როგორც მიმინოშვილი ამბობს, უცხო ენის გამოცდა სწორედ ამ კომპონენტით დაიწყება. აბიტურიენტებს 8 მცირე ტექსტის მოსმენა და შემდეგ დავალების შესრულება მოუწევთ. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, აღნიშნული სიახლე ლოჯისტიკურ ცვლილებასაც მოითხოვს. კერძოდ, თუ აქამდე საგამოცდო ცენტრების ნაწილი სპორტულ დარბაზებში იყო განთავსებული, მოსმენის კომპონენტის გავლის დროს, აბიტურიენტები ხმაურმა არ უნდა შეაწუხონ, შესაბამისად, მიმინოშვილი ამბობს, რომ სხვა, უფრო მცირე საკლასო ოთახებში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება.

netgazeti.ge

No comments:

Post a Comment