Thursday, October 31, 2013

საუკეთესო პროფესორ–მასწავლებლები, ხელმისაწვდომი ფასი, შ ე დ ე გ ი!


უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს!



გთავაზობთ 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ანკეტა-კითხვარს.  

ბმული

შევსებული ანკეტა-კითხვარი სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინოთ 15 დეკემბრამდე.
naec.ge 

სიახლე 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

სიახლეები ერთიან ეროვნულ გამოცდებშიშეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტებს ორ სიახლეს თავაზობს:

1. 2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგნის სწავლება I-დან IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.

2. იგეგმება უცხოური ენის გამოცდას დაემატოს მოსმენის ნაწილი. გამოცდაზე დაახლოებით 10 წუთი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ აბიტურიენტმა მოისმინოს ტექსტი შესაბამის ენაზე და შეასრულოს დავალება. 

უცხოური ენის გამოცდის მოსმენის ნაწილის რამდენიმე სამუშაო ვარიანტი დაეგზავნება სკოლებს და განთავსდება შეფასებისა და გამოცდებული ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

"ლაპარაკი და მოსმენა უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია უცხო ენის გამოცდაში, რომელიც აქამდე არ იყო. წელს მხოლოდ მოსმენის კომპონენტი დაემატება,"- აცხადებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი. 

როგორც მიმინოშვილი ამბობს, უცხო ენის გამოცდა სწორედ ამ კომპონენტით დაიწყება. აბიტურიენტებს 8 მცირე ტექსტის მოსმენა და შემდეგ დავალების შესრულება მოუწევთ. 

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმითვე, აღნიშნული სიახლე ლოჯისტიკურ ცვლილებასაც მოითხოვს. კერძოდ, თუ აქამდე საგამოცდო ცენტრების ნაწილი სპორტულ დარბაზებში იყო განთავსებული, მოსმენის კომპონენტის გავლის დროს, აბიტურიენტები ხმაურმა არ უნდა შეაწუხონ, შესაბამისად, მიმინოშვილი ამბობს, რომ სხვა, უფრო მცირე საკლასო ოთახებში მოუწევთ გამოცდის ჩაბარება.

netgazeti.ge

ინფორმაცია უცხოური ენის მოსმენის დავალების შესახებ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს სიახლეებს სთავაზობს. პროექტის მიხედვით, უცხოური ენის გამოცდას დაემატება მოსმენის ნაწილი. 

გთავაზობთ მოსმენის დავალების აღწერას, რეკომენდაციებს, ნიმუშებსა და სწორ პასუხებს თითოეული ენისათვის.


მოსმენის დავალების სტრუქტურა და რეკომენდაციები

ინგლისური ენა:

ტექსტური ვერსია


აუდიო ჩანაწერი

გერმანული ენა:

ტექსტური ვერსია

აუდიო ჩანაწერი
რუსული ენა:

ტექსტური ვერსია

აუდიო ჩანაწერი

ფრანგული ენა:

ტექსტური ვერსია

აუდიო ჩანაწერი

პასუხები


2014 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნებაც ჩააბარონ. საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ამ საგანის სწავლება I-IX კლასის ჩათვლით სავალდებულოა, დამამთავრებელ კლასებში კი არჩევით საგნად ისწავლება.
naec.ge

Wednesday, October 30, 2013


University of Southampton MOOC

free online programme
11 ნოემბერს დაიწყება სწავლა 6-კვირიან ონლაინ კურსებზე Web Science სფეროში (MOOC). კურსს გაუძღვებიან მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაიწყოს სწავლა აღნიშნულ პროგრამაზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაიგოთ მეტი ვებ მეცნირების შესახებ. ამავე დროს ეს არის შანსი ზოგადად წარმოიდგინოთ როგორია სწავლა საუთჰემპტონის უნივერსიტეტში (University of Southampton)
Web Science - ინოვაციური დისციპლინა, რომლის მიზანია  WWW-ს ტექნიკური და სოციალური ასპეკტების შესწავლა. მსმენელები შეისწავლიან : Web Science, Security and Cyber-crime, the Digital Economy and Online Networks.
 libra.ge

2013-2014 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური


2013-2014 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური


2013-2014 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური 9 ნოემბერს დაიწყება და მას სკოლები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მიწოდებული მასალებით თავად ჩაატარებენ.




გთავაზობთ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარების განრიგს



გთავაზობთ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველ ტურზე თითოეულ საგნის მაქსიმალური ქულას




ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურში მონაწილეობის უფლება აქვს ოლიმპიადის იმ მონაწილეს, რომელმაც ოლიმპიადის პირველ ტურში დააგროვა შესაბამისი საგნის ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 60 პროცენტი.
naec.ge

Tuesday, October 22, 2013

მასწავლებელთა შეფასების ახალი სქემა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვარაუდობს, რომ უკვე 2014 წლის მაისიდან საჯარო სკოლის მასწავლებელებისთვის განვითარებისა და შეფასების ახალი სქემა ამოქმედდება. სტატუსი "სერტიფიცირებული პედაგოგი" კი მასწავლებლებს აღარ მიენიჭებათ. 
მის შესახებ თამარ სანიკიძემ, დღეს, 22 ოქტომბერს, მედიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. 

მინისტრის განცხადებით, ის რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სერტიფიცირების მიმართულებით ჩატარდა, არაეფექტური იყო, ვინაიდან არ არსებობდა პედაგოგის კომპლექსური შეფასების სისტემა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ვარაუდობს, რომ უკვე 2014 წლის მაისიდან საჯარო სკოლის მასწავლებელებისთვის განვითარებისა და შეფასების ახალი სქემა ამოქმედდება. სტატუსი "სერტიფიცირებული პედაგოგი" კი მასწავლებლებს აღარ მიენიჭებათ. 

"ახალი სქემით ჩართული იქნება ყველა პედაგოგი და არა მხოლოდ სერტიფიცირებული პედაგოგი, როგორც იყო აქამდე. რეალურად მასწავლებლების დიდი კონტინგენტი უყურადღებოდ იყო დარჩენილი. აქცენტი იყო სერტიფიცირებულ მასწავლებლებზე, მათ განვითარებაზე, ამ პედაგოგებს კი არ ჰქონიათ იმის შანსი, რომ ჩართული ყოფილიყვნენ სქემაში,"- ამბობს მინისტრი. 

სანიკიძის განმარტებით, ახალი სქემის შესაბამისად, მასწავლებლები კატეგორიიდან კატეგორიაში გადავლენ. ბოლო, მე-4 კატეგორიის გავლის შემდეგ კი, კვალიფიციურ პედაგოგს უკვე მენტორად შეეძლება მუშაობა - უფლება მიეცემა, დამწყები მასწავლებელი მოამზადოს. 

როგორც მინისტრი განმარტავს, საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის დროს მასწავლებელს საშუალება ექნება, საკუთარი საჭიროებების შესაბამისად, გაიროს ტრენინგ-მოდულები და დააგროვოს შესაბამისი კრედიტები. 

ერთი კატეგორიიდან მეორეში გადასვლის დროს, სანიკიძის თქმით, მასწავლებლის საათობრივი ანაზღაურებაც გაიზრდება.

"იქნება ხელფასების ადეკვატური სქემა."

მისივე თქმით, არსებული სახელფასო დანამატი უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეუნარჩუნდებათ. 

"მასწავლებელთა სერტიფიცირების გამოცდების შედეგები მაინცდამაინც სახარბიელო არ იყო, რაც ძალიან კარგი ინდიკატორი უნდა ყოფილიყო წინა ხელისუფლებისთვის, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაედგათ დროულად. თუმცა, დაგვიანებული არც ახლა არ არის."

შესაბამისად, მინისტრის თქმით, ჯერ საკანონმდელო ცვლილებები განხორციელდება.
netgazeti.ge

Sunday, October 20, 2013

700-მდე პრობლემური აბიტურიენტი სწავლის გაგრძელებას შეძლებს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძის  ბრძანებით, 700-მდე პრობლემური აბიტურიენტი სწავლის გაგრძელებას შეძლებს.
"აბიტურიენტები (რომლებმაც 2013 წელს გადალახეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით, ვერ განაწილდნენ სარეგასტრაციო განცხადებაში მითეთებულ ვერცერთ საგანმანალებლო პროგრამაზე ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების თავისუფალ ადგილებზე (რომლებზეც 2013 წლის რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება) განმეორებითი რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის თაობაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე ბრძანებს:
1. აბიტურიენტებს , რომლებმაც 2013 წელს გადალახეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ სარეგასტრაციო განცხადებაში მითეთებულ ვერცერთ საგანმანალებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ, უმაღლესი საგანმამნთლებლო პროგრამის/პროგრამების თავისუფალ ადგილებზე, რომლებზეც 2013 წლის რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, განმეორებითი რეგიტრაცია გაიარონ 2013 წლის 21 ოქტომბრიდან 2013 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით.
2. დაევალოს საზოგადოებასთან ურთოიერთობის დეპარტამენტს, ამ ბრძანების გამოქვეყნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
3. ბრძანება ძალიაშია ხელმოწერისთანავე.
საუბარია დაახლოებით 700 აბიტურიენტზე, რომლებიც უკვე დიდი ხანია ელოდებიან განათლების მინისტრის ამ ბრძანებას. აქვე შეგახსენებთ, რომ ამ კატეგორიიის აბიტურიენტები, რომლებზეც ბრძანებაშია საუბარი, სწავლას მეორე სემესტრიდან დაიწყენებენ.

Sunday, October 13, 2013

19 და 20 მაისს პრეტესტზე გამოყენებული ტესტური დავალებები და სწორი პასუხები


Saturday, October 5, 2013

გადაამოწმეთ პირადი მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში


(10 სექტემბრის მდგომარეობით.)
ქართული კლავიატურა / Georgian Keyboard


აქ > გადაამოწმეთ პირადი მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში

http://www.voters.cec.gov.ge/

ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლები

უნივერსიტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს  სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და სამეცნიერო კვლევებს. 
სასწავლო უნივერსიტეტი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა დოქტორანტურისა).
კოლეჯი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამას.
უნივერსიტეტები:
1  ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2  ა(ა)იპ - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
3  ა(ა)იპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
4  ა(ა)იპ - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
 ა(ა)იპ - შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
6  სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
7  ა(ა)იპ - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის  სახელმწიფო კონსერვატორია
8  ა(ა)იპ - საქართველოს აგრარული  უნივერსიტეტი
9  ა(ა)იპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი10 ა(ა)იპ - თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
11 ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
12 ა(ა)იპ - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
13 შპს - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
14 შპს - დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
15 შპს - საქართველოს  უნივერსიტეტი
16 შპს - კავკასიის უნივერსიტეტი
17 ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
18 შპს - საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი
19 შპს - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
20 შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსტიტეტი
21 შპს - აიბი ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი
22 შპს - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი
23 შპს - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
24 შპს - ქუთაისის უნივერისტეტი
25 ა(ა)იპ - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
26 შპს - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი


სასწავლო უნივერსიტეტები:
27 ა(ა)იპ - გორის სასწავლო უნივერსიტეტი
28 ა(ა)იპ - სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
29 ა(ა)იპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
30 სსიპ - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია
31 სსიპ - ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი
32 უცხოური საწარმოს ფილიალი - ამერიკული ჰუმანიტარული უნივერსიტეტის თბილისის ფილიალი-სასწავლო უნივერსიტეტი
33 შპს - პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
34 შპს - სასწავლო უნივერსიტეტი  ”გეომედი”
35 შპს - სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი
36 შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
37 შპს - სასწავლო უნივერსიტეტი"რვალი"
38 შპს - თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი ”ჰიპოკრატე”
39 შპს - თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი ”გორგასალი”
40შპს - თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
41 შპს - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი
42 შპს - ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი
43 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტი
44 შპს - გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტი
45 შპს - სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი
46 შპს - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი „სეუ’’
47 ა(ა)იპ - საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი
48 შპს - ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი
49 შპს - ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტი
50 სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემია
51 შპს აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი52 ა(ა)იპ - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია
53 ა(ა)იპ - წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის ცაგერის სასულიერო სემინარია
54 ა(ა)იპ - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებელი
55 ა(ა)იპ - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის გელათის სასულიერო აკადემია და სემინარია
56 ა(ა)იპ - მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ყვარლის წმინდა აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარია


 კოლეჯები:

57 სსიპ - ქ. ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი
58 ა(ა)იპ - საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურული-საგანმანათლებლო კავშირი ”საზოგადოება ცოდნა”
59 შპს - რუსთავის კოლეჯი
60 შპს - საზღვაო სასწავლო ცენტრი ”ანრი”
61 შპს - უმაღლესი სასწავლებელი „ჯორჯია“
62 შპს - ქართულ-ევროპული აკადემია
63 შპს - თბილისის ბიზნესის და მენეჯმენტის აკადემია
64 შპს - უმაღლესი სასწავლებელი განათლების აკადემია

Friday, October 4, 2013

თამბაქოს მომაკვდინებელი ზემოქმედება


  • მსოფლიოს მასშტაბით, დაახლობით მილიარდნახევარი ადამიანი არის მწეველი.
  • მსოფლიოს მამაკაცთა პოპულაციის 52% და ქალთა პოპულაციის 34% მწეველია
  • მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით კვდება ათიდან ერთი მწეველი. 2030 წლისთვის, თუ მწეველთა რიცხვი არ შემცირდება, მოწევასთან დაკავშირებული დაავადებებით გარდაიცვლება ერთი ადამიანი ყოველი 6 მწეველიდან
  • მწეველთა რიცხვი ყოველწლიურად 3,4%–ით იზრდება განვითარებად ქვეყნებში, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში – მცირდება .
  • დაახლოებით 12 ჯერ მეტი ბრიტანელი მოქალაქე დაიღუპა მოწევისაგან, ვიდრე მეორე მსოფლიო ომში.
  • ყოველი 5 თინეიჯერიდან ერთი მწეველია
რაც შეეხება საქართველოს, არანაკლებ მძიმე მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაშიც:
  • საქართველოს მოსახლეობის 37% მწეველია!!!ეს მაშინ, როცა მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში  მწეველების და თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებების რაოდენობა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში 50% ით შემცირდა!!!
  • საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარების შედეგად  11 000 ადამიანი კვდება, რაც საქართველოში ზოგადად სიკვდილიანობის(46 000) მაჩვენებლის 25 პროცენტია!!!
ქართულ სინამდვილეში სადღეისოდ  სიტუაცია მეტისმეტად მძიმეა – თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მწეველ სახელმწიფოდ ითვლება. აქ მილიონ შვიდასი ათასი მწეველია, რაც ქვეყნის მოსახლეობის მესამედზე მეტია. უმძიმესი ვითარებაა მოზარდებს, განსაკუთრებით – გოგონებს შორის, სადაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მწეველთა მაჩვენებელი 9%–ით გაიზარდა. მოზარდთა 42,4% მწეველია – ასეთია სტატისტიკოსთა განაჩენი.
ნიკოტინდამოკიდებულება არ არის დაკავშირებული  უნარების გაუარესებასთან. იგი არ იწვევს აღქმისა და აზროვნების პრობლემებს, როგორიცაა ვიზუალური ჰალუცინაციები ან ილუზიები. ნიკოტინის ხშირი გამოყენება არ იწვევს მეხსიერების გაუარესებას, თვლის უნარების, აბსტრაქტული აზროვნების ან ლოგიკური მსჯელობის უნარის დაქვეითებას. მისით გამოწვეული ნეგატიური ეფექტი ძირითადად ფიზიკურ ჯანმრთელობაზე აისახება. 
აუცილებელია გავითვალისწინოთ, თუ რა ზიანს ვაყენებთ თამბაქოს მოხმარებით ჩვენს ირგვლივ მყოფ ხალხს:
1. მოწევის და სიგარეტის ბოლვის შედეგად გამოყოფილი კვამლი 4ჯერ უფრო მეტ ტოქსიკურ და კარცეროგენულ (კარცეროგენი იწვევს კიბოს) ნივთიერებას შეიცავს ვიდრე მწეველის ფილტვებში მოხვედრილი კვამლი, რომელიც ორგანიზმში მხოლოდ სიგარეტის ფილტრის გავლის შემდეგ ხვდება.
2. საქართველოში 2009 წელს გარდაცვლილ ადამიანთა შორის ყოველი მე-12 ადამიანი პასიური წევის შედეგად გამოწვეული დაავადებებისგან მოკვდა.
3. პასიური მოწევის შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები. ვინაიდან ორგანიზმი ზრდის პროცესშია და მათი სუნთქვის სიხშირე გაცილებით სწრაფია.
4. პასიური მოწევა ბავშვებში პირველ რიგში ასთმას, პნევმონიას და სასუნთქი გზების დაავადებებს ანვითარებს, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვის სასიკვდილო დაავადებით დაღუპვის შანსიც მაღალია, რასაც ადასტურებს მსოფლიოში 2010 წლის გამოკვლევის შედეგები რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი პასიური მწეველების 1/3-სწორედ ბავშვები იყვნენ.
ნუ მოწევთ სიგარეტს ბავშვთანოთახში ან შენობაში!!!
CCI press შეეცადა გამოევლინა ის მიზეზები, რის გამოც ადამინები თამბაქოზე ხდებიან დამოკიდებულნი. გამოკითულმა რესპოდენტებმა 3 კითვაზე გაგვცეს პასუხი:
  •        „რა ასაკში დაიწყეთ მოწევა?“
  •        „გიცდიათ თავის დანებება?“
  •        "რამდენი წელია თამბაქოს აქტიური მომხმარებელი ხართ?“


რესპოდენტი 1
თამბაქოს მოხმარება 18 წლის ასაკში დავიწყე, ასე ვთქვათ უსაქმურობის ნიადაგზე. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ, ლექციებს შორის ეს იყო ერთგვარი განტვირთვა, ამას დაემთხვა ცნიბილი ე.წ. „ციხის კადრების“ გაშუქებაც, რის გამოც ღამით ძალიან მიჭირდა დაძინება. ყოველივე ამის ნიადაგზე  გავხდი აქტიური მწეველი.
რესპოდენტი 2
მოწევა 13-15 წლის ასაკში დავიწყე, იმიტომ, რომ ჩემს გარშემო ყველა ეწეოდა. უკვე 8 წელია რაც სისტემატიურად ვეწევი და არასოდეს გამჩენია თავს დანებების სურვილი.
რესპოდენტი 3
18 ვიყავი მოწევა რომ დავიწყე. მიზეზი ალბათ ის წრე იყო, რომელშიც ყოველდღიურად მიწევდა ყოფნა. ყველა ეწეოდა,  ერთი ორჯერ მეც გავუსინჯე გემო და ასე გავხდი დამოკიდებული. 5 წელია აქტიური მწეველი ვარ, დამინებებია კიდეც თავი, თუმცა ისევ დამიწყია. ალბათ ჯერ არც მინდა, რომ შევეშვა. ერთადერთი დისკომფორტი, რაც მოწევის შედეგად მიგრძვნია, გადაღლილობაა.
რესპოდენტი 4
მოწევა საკმაოდ გვიან, 27 წლის ასაკში დავიწყე.  უკვე სამი წელია აქტიური მწეველი ვარ. დანებება არც მიცდია, გამომდინარე იქიდან, რომ სურვილი არ მქონია.  რაც შეეხება დისკომფორტს, ხშირად მაწუხებს კბილის ტკივილი, რასაც თამბაქოს მოხმარებასთან ვაკავშირებ.
რესპოდენტი 5
15 წლიდან ვეწევი. თავდაპირველად ინეტერესის გამო გავსინჯე და მას შემდეგ უკვე 10 წელია აქტიურად ვეწევი. თავის დანებება რამდენჯერმე ვცადე, თუმცა, როგორც ჩანს, სათანადოდ არ მომინდომებია.
რესპოდენტი 6
18 წლის  ვიყავი მოწევა რომ დავიწყე. გაგეცინებათ და ბოლის გამოშვების პროცესი მომწონდა, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მოწევა დამეწყო. ვერ ვიტყვი, რომ აქტიური მწეველი ვარ, ვინაიდან სულ რაღაც 1 თვეა მომხმარებელი გავხდი.
რესპოდენტი 7
აქტიური მწეველი 17 წლიდან მქვია. ფრანგული ფილმების დიდი თაყვანისმცემელი ვარ და ყოველთვის ძალიან მომწონდა თამბაქოს მომხმარებელი ქალები. ამან განაპირობა ჩემი  მიდრეკილება მოწევისკენ.  5 წელია ვეწევი, ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, თუმცა ვხვდები, რომ საკმარისად არ მოვინდომე.  ერთადერთი პრობლემა, რაც თამბაქოს მოხმარების გამო გამჩენია, ჰაერის უკმარისობაა.
გაფრთხილებთ:
ქალი მწეველები.  ეზრდებათ რისკი შემდეგი დაავადებების:
  1. საშვილოსნოს ყელის კიბო.
  2. შემცირებული ნაყოფიერება და უშვილობა.
მამაკაცი მწეველები.  ეზრდებათ რისკი შემდეგი დაავადებების:
1. ერექციული დისფუნქცია(იმპოტენცია)
2. შემცირებული ნაყოფიერება და უშვილობა.

გაითვალისწინეთ:
1. ერთი ღერი სიგარეტი შეიცავს 0,3-დან 2 მგრ-მდე ნიკოტინს და 8-35 მგრ- მდე ფისს.
2. თუ ადამიანი დღეში ეწევა 20 ღერ სიგარეტს, წლის განმავლობაში მის ფილტვებში ილექება 1 ლიტრი ფისი.
3. თამბაქოს კვამლი (ფისი) შეიცავს 4 000-ზე მეტ ნივთიერებას რომელთა შორის 40 კარცეროგენულია.
კარცეროგენული ნივთიერებები იწვევს მრავალი ორგანოს კიბოთი დაავადებას, მათ შორის ყველაზე ხშირად ფილტვის კიბოს.

ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 90%- მწეველია.

cci.ge