Saturday, May 25, 2013

საქართველოს მოსწავლეების შედეგები: კითხვა, მათემატიკა და მეცნიერებები

ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” [PISA] შედეგების თანახმად, საქართველო, 15 წლის მოსწავლეების კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში შედეგების მიხედვით, მონაწილე 74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებს შორისაა.




ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” შედეგების თანახმად, საქართველო, 15 წლის მოსწავლეების კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებებში შედეგების მიხედვით, მონაწილე 74 ქვეყანას შორის ყველაზე დაბალი შედეგების მქონე ქვეყნებს შორისაა.

კვლევა, რომელიც მსოფლიოს განვითარებული (მაგ, აშშ., დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იაპონია) და განვითარებადი ეკონომიკის (აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, კოლუმბია, კატარი) მქონე 75 ქვეყანაში ჩატარდა, 2000 წლიდან მოყოლებული 3 წლის ინტერვალით ტარდება და მოზარდებში კითხვის, მათემატიკისა და მეცნიერებებში უნარებს აფასებს. თავად კვლევის კოორდინატორი ორგანიზაციაც და კვლევაც მნიშვნელოვანი რეპუტაციით სარგებლობს მსოფლიოში. ბოლო კვლევაში მსოფლიოს მასშტაბით 1 377 000 მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. საქართველომ ამ კვლევაში პირველად 2010 წელს მიიღო მონაწილეობა და შედეგები 16 დეკემბერს კოორდინატორი ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.  საქართველოში კვლევას გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორცილებს.

ამ კვლევაში საქართველოს შედეგების შესახებ ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის მიერ კვლევის შედეგების მოკლე ანოტაციიდან:

  • საქართველოს მოსწავლეების კითხვის უნარების საშუალო ქულა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” წევრი ქვეყნების (ძირითადად, განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნები) საშუალოს. საქართველოს საშუალო ქულა იგივეა, რაც კატარის, პერუს და პანამის. მოსწავლეების მხოლოდ 38% აღმოაჩნდათ პროდუქტიული და ეფექტური მოღვაწეობისთვის საჭირო მინიმუმი ან მაღალი კითხვის უნარები. მოსწავლეების უდიდეს ნაწილს მინიმუმზე დაბალი მაჩვენებლები აქვს. შედარებისთვის, ესტონეთის საშუალო შედეგი 501, თურქეთში - 464, ყაზახეთისთვის 390, აზერბაიჯანში - 362, საქართველოსთვის კი   - 374 ქულაა. 74 ქვეყანას შორის საქართველო 67-ე ადგილზეა.

  • ასევე, “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის”  კვლევაში საშუალოზე დაბალია საქართველოს მაჩვენებლები მათემატიკაშიც (მათემატიკურ წიგნიერებაში). ანგარიშის თანახმად, მოსწავლეების მხოლოდ 31% აღმოაჩნდა მათი მომავალი განვითარებისთვის საჭირო აუცილებელი უნარები. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის” ქვეყნებისთვის საშუალოდ 75%. მათემატიკურ წიგნიერებაში მიღებული შედები ესტონეთში საშუალო ქულა 512, თურქეთი - 445, აზერბაიჯანი - 431, ყაზახეთში - 405, საქართველოში კი - 379. 74 მონაწილე ქვეყანას შორის, საქართველო 65-ე ადგილზეა.

  • ასევე დაბალია შედეგები მეცნიერებებში. საქართველოს საშუალო ქულა - 373 ქულაა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრი ქვეყნებისთვის - 501, ესტონეთისთვის - 528, თურქეთისთვის - 454, ყაზახეთისთვის - 400, აზერბაიჯანისთვის - 373. საქართველოში მოსწავლეების 34% აღწევს იმ ზღვარს, რომელზეც ითვლება, რომ მოზარდი იწყებს ისეთი კომპეტენციების დემონსრირებას მეცნიერებებში, რომლებიც მას მეცნიერებებსა და ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენების შესაძლოებას აძლევს. აქ საქართველო 70-ე ადგილზეა.


კვლევის მიხედვით, საქართველოს მონაცემებში გოგონების შედეგები მეცნიერებებსა და კითხვის უნარებში ბიჭების შედეგებზე მაღალია.
წყარო: netgazeti.ge

დაწვრილებით შეფასების შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://mypisa.acer.edu.au/


Sunday, May 19, 2013

ჯვართაღმართება




“სვეტიცხოვლის სასწაულის შემდეგ, როდესაც გასრულდა მირიანისეული ტაძრის მშენებლობა და მცხეთაში კონსტანტინე დიდის წარმოგზავნილ სასულიერო პირთა მიერ მოინათლა მეფე–დედოფალი ოჯახით და “ყოველი ერი”, წმიდა ნინომ და ეპისკოპოსმა იოანემ მეფესთან ერთადჯვრების აღმართვა განიზრახეს”. სწორედ IV საუკუნეში წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევას უკავშირდება მივიწყებული დღესასწაული ჯვართაღმართება და პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის დროსაა დაწესებული.

Saturday, May 11, 2013




როგორ გავხადოთ წერის პროცესი უფრო საინტერესო და მარტივი მოსწავლეებისთვის?

ყველასთვის ცნობილია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას არ უყვარს წერითი დავალებების შესრულება, ვინაიდან წერითი აზროვნების უნარის განვითარება და შესაბამისად, კარგი წერილობითი ნაშრომების შექმნა არც ისე იოლი მისაღწევია. ეს დიდ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს როგორც მოსწავლისგან, ასევე მასწავლებლისგან.                     იხ. ვრცლად

კვირაცხოვლობა



იაპონელი ქართველოლოგი






გიორგი მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია


გიორგი მარგველაშვილი 


 

დაბადების თარიღი: 1969წ. 4 სექტემბერი

განათლება:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  - 1998                 
დოქტორის ხარისხი ფილოსოფიაში
მეცნიერებათა აკადემია, ფილოსოფიის ინსტიტუტი - 1993-1996      
დიპლომის შემდგომი სწავლება
ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი - 1993-1994             
დიპლომის შემდგომი სწავლება სოციოლოგიაში (პრაღა, ჩეხეთის რესპუბიკა)
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - 1987-1992     
დიპლომი ფილოსოფიაში (წარჩინებით), მასწავლებლის  სერტიფიკატი

სამუშაო გამოცდილება:
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) 2010 - ოქტომბერი, 2012
რექტორი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA) 2006-2010                      
კვლევითი დეპარტამენტის უფროსი 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი(GIPA) -2000-2006                  
რექტორი
საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი 1995-2000                                                
ადგილობორივი ხელმძღვანელობის სპეციალისტი/პროგრამის კონსულტანტი
თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი - 1996-1997                                       
ლექტორი ფილოსოფიასა და კულტრაში - თბილისის დამოუკიდებელი უნივერისტეტის რექტორის სპეციალური მოწვევით წაიკითხა კურსი „კულტურის აზრისა და კომუნიკაციის ისტორია“
 შპს „ბიზნეს დღიურები“ - 1994-1995                                                                           
მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს კულტურის ლაბორატორია - 1993-1993          
უმცროსი სპეციალისტი
მარგინალური  მდგომარეობების ფსიქოლოგიური ლაბორატორია - 1993-1993                                                   
უმცროსი სპეციალისტი                                        
შპს კავკასუს თრეველი  - 1992-1994             
სამთო გიდი/ჯგუფის ლიდერი

ნაშრომები:
რედაქტირება  „ჩვენი თაობის პრივილეგია“  ზ. ჟვანია - 2005                  
„საკანონმდებლო დამატებები ადგილობრივი მთავრობის ტრეინინგის სახელმძღვანელო #1“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. რედაქტორი - 1999                         „საკანონმდებლო დამატებები ადგილობრივი მთავრობის ტრეინინგის სახელმძღვანელო №2“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველო. რედაქტორი - 1998    
„ადგილობრივი მთავრობის სახელმძღვანელო“ ფონდი ღია საზოგადოება საქართველო რედაქტორი და თანაავტორი
„საარჩევნო კამპანიის ტრეინინგების სახელმძღვანელო“ საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, თანაავტორი ავტორი ნაშრომისა „ინდივიდუალური სუბსტანციის ფილოსოფია“, ნეკერის საგამომცემლო სახლი ავტორი ნაშრომისა „სისრულის პრობლემურობა მითოლოგიაში“, კერძო გამომცემლობა - 1993-1994 
სხვადასხვა სტატიის ავტორი და რედაქტორი თემებზე საჯარო, პოლიტიკური, საერთაშორისო, კულტურულ და ფილოსოფიურ საკითხებზე გაზეთებსა და ჟურნალებში - 1988-2012   

უცხოური ენები:
ინგლისური (სრულყოფილად)
რუსული (სრულყოფილად)

Sunday, May 5, 2013

მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. 

GS "განათლების სახლი" გილოცავთ გიორგობას


ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და იგი საქართველოში განსაკუთრებით უყვართ. ხალხური გიორგობა სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა სახელწოდებოთ იმართება. ქართლში მას გერისთობა, უსანეთობა, ატოცობა ჰქვია; კახეთში — ალავერდობა, თეთრი გიორგობა; სამეგრელოში — ილორობა და სხვა.

წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, იგი, რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა.

ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. მან მრავალი სატანჯველი მოითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა. წმინდანს 303 წელს, 30 წლის ასაკში, მოკვეთეს თავი. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ლეგენდის თანახმად, წმმინდა გიორგის სიკვდილის შემდეგ ღმერთმა მისი სხეული დაანაწილა და ქვეყანაზე მიმოაბნია და ყველგან, სადაც ეს ნაწილი მოხვდა, სალოცავები დააწესა. საქართველოში არსებობდა წმმინდა გიორგის სახელობის 363 ტაძარი და სამლოცველო.

წმინდა გიორგი კაბადოკიელის კულტი მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. მას არამარტო მართლმადიდებლები, არამედ ყველა მიმართულების ქრისტიანული აღმსარებლობის მორწმუნეები კათოლიკეები, პროტესტანტები, გრიგორიანელები, მონოფიზიტები სცემენ თაყვანს. წმინდანის შესახებ ცნობები მაჰმადიანთა წმინდა წიგნში-ყურანშიც კი მოიპოვება.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ, 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს, დღესასწაულობს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.

განათლების სახლი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!









Friday, May 3, 2013

Georgian for Foreigners/ქართული უცხოელებისათვის

                                    Georgian for Foreigners/ქართული უცხოელებისათვის 





            მაღალ დონეზე შევასწვლით ქართულ ენას და კულტურას        ინგლისურენოვან უცხოელებს!

             Highly qualified teachers will teach Georgian language and culture to English speakers! 

რეგისტრაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 599 201096
ელფოსტა:ganatlebissakhli2000@gmail.com