Sunday, September 29, 2013

საუნივერსიტეტო-სასკოლო ჩაცმულობის წლევანდელი ტენდენციები


BQcDAAAAAwoDanBnAAAABC5vdXQKFmh1VC1FNlJzM1JHOHdibTRCZ1R2UlEAAAACaWQKAWUAAAAEc2l6ZQ
ახალი სასწავლო წელი უკვე დაიწყო. ყველა ცდილობს პირველ დღეს განსაკუთრებულად გამოიყურებოდეს. მათთვის, ვინც თბილი და სასიამოვნო ზაფხულის შემდეგ დაბრუნდა, და მათთვისაც ვინც ცოტათი დაიბნა წლევანდელი მოდური ტენდენციების მრვალფეროვნებით, რამდენიმე აქტუალურ ტენდენციას მიმოვიხილავთ.
პირველ რიგში სტუდენტურ მოდას შევეხებით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული სასწავლებლის სტუდენტებს საკუთარი განუმეორებელი სტილი და მიმზიდველობა აქვთ. მაგალითად, თეატრალურის სტუდენტები გამოირჩევიან გამბედაობითა და ექსპერიმენტების სიყვარულით, სამხატვრო აკადემია მრავალფეროვანი და მეტად თავისებურია, კონსერვატორია – კონსერვატორული, ხოლო სახელმწიფო უნივერსიტეტი აკადემიური, დახვეწილი, თავშეკავებული. სიტყვა რომ აღარ გაგვიგრძელდეს პირდაპირ მოდურ სიახლეებზე გადავალთ.
წინა წლებისგან განსხვავებით კაბა ამ სეზონის must-have -ს წარმოადგენს. სილუეტი თავისუფალია, ტანზე ნაკლებ მომდგარი.
1 / 9

სასურველია კაბას შევუხამოთ სურვილისამებრ ბაიკერის ქურთუკი, თავისუფალი სტილის პიჯაკი ან ბომბერი.
1 / 5

ბლუზებს და მათ მრავალფეროვნებას გვერდს ვერ ავუვლით. აქტუალურია შავ-თეთრის კომბინაციაც.
1 / 6

უეცარ აციებასთან ერთად A-ს ფორმის სვიტერები ძალიან პრაქტიკული ხდება, ხასხასა ფერადი პრინტით ან სადა ნაქსოვი ნაწნავებითა თუ სხვა სახით. ასევე აქტუალურია ნაქსოვი დიდი ზომის კარდიგანები.
1 / 15

ამ შემოდგომაზე ბებერი, ერთგული ჯინსი ისევ შენი მეგობარია. სილუეტი არავითარ შემთხვევაში ფართო, მხოლოდ ვიწრო, ტანზე მომდგარი, ე.წ. skinny jeans. ფერი ღია ცისფრიდან მუქ ნაცრისფრამდე მერყეობს.
1 / 3

ფეხსაცმელი სასურველია იყოს მაღალყელიანი და დაბალლანჩიანი ან მრავალფეროვანი ბალეტკები, სლიფერები, ლოფერები და ოქსფორდები. თავს ნუ შეიზღუდავ მხოლოდ შავით და ყავისფერით.
1 / 5

ასევე ჩანთებიც გამოირევა ფერადოვანი გამით. თუმცა სტუდენტებს ვურჩევთ ზედმეტად ხასხასა ფერები კვირის ბოლოსთვის და მეგობრებთან ურთიერთობისთვის გადაინახონ. ჩანთის ზომა შეუზღუდავია, მაგრამ რეკომენდებულია დიდი ზომის მოკლე ან გრძელ სახელურიანი გვერდზე დასაკიდი ჩანთები.
1 / 7

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამკაულებსა და აქსესუარებს. დიდი ზომის სამაჯურები და საათები თვითგამოხატვის მნიშვნელოვან ელემენტად რჩება. არ უნდა დაივიწყო შარფები და წლევანდელი სიახლე – პატარა ნაქსოვი ქუდები.
1 / 6

თუ ამ ყველფერს მანიკურსაც ოსტატურად შეუხამებ, აღარაფერი დაგრჩება საკუთარი თავით სიამაყის გარდა.
1 / 3

სტუდენტები ასე თუ ისე დავაკვალიანეთ. რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებს, მათაც შეუძლიათ ზემოაღნიშნულიდან რამოდენიმე ელემენტი საკუთარ გარდერობში გამოიყენონ. მაგალითად, კაბები, სვიტერები, ჯინსები. ასევე აქტუალურია კუბოკრული სამოსი, ე.წ. “შოტლანდკები”. ბაიკერის ქურთუკი შეიცვლება ჯინსით ან კარდიგანით. დიდი ზომის ჩანთები შიგადაშიგ ზურგჩანთებით ჩანაცვლდება.
1 / 4

აქსესუარებიდან საათებსა და ულამაზეს თმისსამაგრებს გამოვყოფთ.
1 / 3

უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ თინეიჯერებში პოპულარულ ფერადოვან სპორტულ ფეხსაცმელს.
1 / 3

რაც შეეხება კერძო სკოლების მიერ შემოთავაზებულ სასკოლო ფორმებს, ჩვენი რჩევა იქნება თვითშემოქმედებას თავი ანებონ და დიზაინზე მუშაობა პროფესიონალებს მიანდონ. ვფიქრობთ წლევანდელი სიახლეები მეტ-ნაკლებად მიმოვიხილეთ. ყველას ვულოცავთ და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ.
    Copyright © PINK MAGAZINE